რთული სისტემას, რომელსაც ჩვენ მსოფლიო გლობალურ  ქსელს  ვუწოდებთ ,მეორე,შედარებთ ბნელი მხარეც გააჩნია. შეადარეთ ინტერნეტი აისბერგს. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ მის ზედა ნაწილს, გაფილტრულს, სადაც თავს იყრის უამრავი ინფორმაცია სხვადასხვა სფეროდან. მაგრამ, თუ უფრო ქვემოთ ჩავყვინთავთ, დავინახავთ უზარმაზარ სივრცეს, რომელსაც ეწოდება ბნელი ქსელი.   ეს   ადგილია სადაც  თავს იყრის უამრავი  კიბერ დამნაშავე და  განთავსებულია საიდუმლო მასალები. ეგრეთწოდებულ ღრმა ქსელში  ფუნქციონირებს მარკეტები,ფორუმები,პერსონალური ბლოგები.განთავსებულია უცნაური და გარკვეული მესიჯის  მატარებელი ვიდეოები.ის ბევრად უფრო დიდია ვიდრე ხილული ინტერნეტი  და გლობალური ქსელის ამ ნაწილთან წვდომას ჩვეულებრივი საძიებო სისტემებით  ვერ მოახერხებთ.

 როგორც უკვე აღვნიშნე,ბნელი ქსელში  ამაზონისმაგვარი მარკეტებიცაა  განთავსებული,სადაც მხოლოდ კრიპტოვალუტით ვაჭრობენ,მაგრამ საინტერესოა რისი ყიდვა შეიძლება ინტერნეტის ამ არალეგალურ ნაწილში?

1.ყალბი პასპორტები

ასეთი  ტიპის ყალბი დოკუმენტების ყიდვა ჩვეულებრივ ინტერნეტში თითქმის შეუძლებელია. გასაკვირი არაა, რომ ჩამონათვალში ყალბი  პასპორტები პირველია.  აქ   შესაძლებელია პასპორტის შეძენა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობით. უნდა აღინიშნოს რომ ბელ  ქსელში იყიდება მოპარული დოკუმენტებიც.

2.ყალბი უნივერსიტეტის დიპლომი

 ოქსფორდი,სტენფორდი,იელი და სხვა მრავალი მსოფლიოში სახელანთქმული უნივერსიტეტის დიპლომის ყიდვა შეგიძლიათ საკმარისი ბიტკოინებით. უნივერსიტეტის დიპლომი   იმ ნივთებთან შედარებით ,რაც არალეგალურ მარკეტებზე იყიდება,ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანია.

3.მოპარული საკრედიტო ბარათები

 რამდენა ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს,დიახ  მოპარული ნივთები ინტერნეტის  ამ ნაწილში საკმაოდ   პოპულარულია. მათ შრისაა საბანკო ანგარიშები,საკრედიტო ბარათები.

4.მოჩვენებები  და სულები

დიახ,  მოჩვენებები და სულები. არარეალურად ჟღერს ,მაგრამ ფაქტია, ბნელ მარკეტებზე ასეთი ტიპის გასაყიდი „ნივთები“ საკმაოდ ბევრია.

5.  დაქირავებული მკვლელი

მკვლელის ინტერნეტით ქირაობის შესახებ  აზრი ორად იყოფა. ნაწილი თვლის რომ ამას პოლიცია იყენებს მკვლელობის დამკვეთების დასაჭერად,მაგრამ ფაქტია ,რომ გასაყიდი ნივთების ჩამონათვალში   მკვლელის დაქირავებაც შედის.

6. ურანი

ურანი ქიმიური ელემენტია ,რომელიც ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოიყენება. 

გარდა ჩამოთვლილი ნივთებისა  ბნელ ქსელში ფ უნქციონირებს საიტები სადაც ნარკოტიკი და იარაღი იყიდება,აქ ასევე  შეხვდებით „ჩატ-რუმებს“,კონსპირაციულ თეორიებს,პირად ბლოგებს,,არალეგალურ და იშვიათ წიგნებსა და ფილმებს. რათქმაუდა მათი შეძენა უსაფრთხო არაა და დანაშაულად ითვლება.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •