უბედური შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – სოფელ ბადიაურში, ერთ-ერთ ტბაში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო.

ახალგაზრდა შემთხვევის დროს მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა. ადგილობრივები თქმით,ხელნაკეთი თევზის საჭერი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც წყალში მდგომ ახალგაზრდას ჯერ დენმა დაარტყა შემდეგ კი დაიხრჩო.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გამოძიება,115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •