ყოველ 98 წუთში ინგლისური სიტყვა ჩდება

The Global Language Monitor-ის შეფასებით, ახალი ინგლისური სიტყვა, ყოველ 98 წუთში ერთხელ ჩნდება, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში კი ინგლისურ ენას 52 ათასი გამონათქვამი შეემატა. ხშირად ისინი უახლეს საზოგადოებრივ ტენდენციებს ასახავენ. მაგალითად, 2016 წლის მთავარ სიტყვად ოქსფოდის ლექსიკონმა გამოაცხადა youthquake, ხოლო 2017 წლის ლიდერი სიტყვა გახდა post-truth.

შესაბამისად, ინგლისური ენა ძალიან სწრაფად ახლდება და ამ ენაზე კომუნიკაციისთვის მხოლოდ ზმნების და დროების ცოდნა საკმარისი არ არის. ცოცხალი ენის ასათვისებლად საჭიროა არამხოლოდ სახელმძღვანელობით სწავლა, არამედ სერიალების ყურება, პრესის კითხვა ორიგინალში, ფორუმებზე აქტიურობა და ენის მატარებლების რეგულარული მოსმენა, იქნებიან ისენი მომღერლები, მსახობები თუ კოლეგები უცხოეთის ოფისებიდან.  

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •