50 ცენტი-დრაკონი

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, 50 Cent-მა სოციალურ ქსელში პოპულარული სერიალი Game of Thrones და მისი მაყურებლები უცენზუროდ მოიხსენია და განაცხადა, რომ თავისი ტელეშოუს, Power-ის ახალი, მეექვსე სეზონი ბევრად უკეთესი იქნება.

“შე**ცით თქვენ და თქვენს მფრინავ დრაკონებს! Power საუკეთესო სატელევიზიო შოუ იმიტომ არის, რომ რეალურ ცხოვრებისეულ ამბებს გვიჩვენებს. მეექვსე სეზონი ყველას გაგაოცებთ”, – დაწერა რეპერმა ინსტაგრამზე.

როგორც ცნობილია, 50 Cent სერიალ Power-ის ავტორი და მსახიობია. ტელეშოუს მეექვსე სეზონი, რომლის რეჟისორიც ასევე მუსიკოსი იქნება, ეკრანებზე ზაფხულში გამოვა.

50 Cent-მა მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. მას წარმატება სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Get Rich оr Die Tryin’ მოუტანა. 2003 წლიდან დღემდე ამ ნამუშევრის 14 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2015 წლის მიწურულს არტისტმა ბოლო ოფიციალური მიქსტეიპი The Kanan Tape გამოუშვა, რომლის წამყვანმა სინგლმა I’m the Man პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო შემოქმედების გარდა, 50 Cent პოპულარული ჰიპ ჰოპ გაერთიანებისა და ლეიბლის G-Unit-ის დამფუძნებელია. 

popmusic.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •