ბედნიერები

სულ მალე ზაფხულს შემოდგომა შეცვლის. ვარსკვლავთა განლაგება გვაუწებს, რომ 2019 წლის შემოდგომა 4 ნიშნისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ბედნიერების ათვლის წერტილი აღმოჩნდება. 
ქალწული
ზაფხულის ბოლო თვეს კარდინალური ცვლილება გელით. საქმე მატერიალურ საკითხებს არ ეხება. თქვენ შიშებს დაძლევთ. შინაგან დემონებს დაამარცხებთ და მიხვდებით, რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში. 

სასწორი
ძველი სურვილები აგისრულდებათ, რის გამოც თქვენი ცხოვრება თავდაყირა დადგება. მთავარია, ყურადღებით იყოთ და შანსი არ გაუშვათ. შეგიძლიათ ახალ პროქტებზე იმუშაოთ, ყველაფერში ხელი მოგემართებათ. 

მერწყული
მოერიდეთ ზედმეტ იმპულსურობას და გააზრებული ნაბიჯები გადადგით. ზოგიერთს გენიალური იდეების განხორციელება მოუნდება, მაგრამ აქაც უნდა ჩართოთ სიფრთხილე. ზოგიერთი ისეთ საქციელს ჩაიდენს, რაც კარდინალურად შეცვლის მის ცხოვრებას. 

თევზები
ენერგიის და ძალების მომატებას იგრძნობთ. საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. 2019 წლის აგვისტო კარგი პერიოდია იმ ნიშნებისთვის, რომლებსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული. 

მოამზადა რუსუდან გელაშვილმა.
astrologi.ambebi.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •