18 წლის გოგონა 8 თვის განმავლობაში ყოველდღე მხოლოდ 3 ვაშლს ჭამდა(ფოტოკოლაჟი)

213

18 წლის ფრანგი გოგონა ვიქტუარ მასონ დოკსერი ბაკალავრიატს ამთავრებდა, როდესაც დედამ ის შოპინგზე წაიყვანა. მშობელი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ სწორედ ეს დღე უქცევდა მის შვილს ცხოვრებას კოშმარად.

სავაჭრო ცენტრში იგი ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელმა შენიშნა და მას მაშინვე მოდელობა შესთავაზე. ამ პროფესიოზე მთელი მსოფლიოს მასთტაბით უამრავი გოგონას ოცნებობს, ხოლო ვიქტუარი ამ მხრივ გამონაკლისი სულაც არ გახლდათ.

კარიერა მან მალევე დაიწყო და ნელ-ნელა სულ უფრო წინ მიდიოდა. დროსთან ერთად გოგონამ შეცვლა დაიწყო, კერძოდ, ნელ-ნელა იგი საკუთარ თავს, თითქოს კარგავდა. მისთვის არავის მოუთხოვია, რომ წონაში უნდა დაეკლო. მას მხოლოდ ის უთხრეს, რომ სექტემბრის ჩვენებების სამოსი 32-34 ზომის იქნებოდა, ხოლო ის ყველა მათგანში უნდა ჩატეულიყო.

სულ რაღაც 2 თვეში დოკსერმა მთელი 10 კილო დაიკლო. მისმა სტრატეგიამ გაამრთლა. დღეში ის მხოლოდ 3ცალ ვაშლს ჭამდა, კვირაში ერთხელ კი თავს ქათმის ან თევზის მირთმევის ნებას აძლევდა. გოგონა სიმაღლეში 1,78 სანტიმეტრი იყო და სულ რაღაც 47 კილოგრამს იწონიდა, შედეგად კი ალექსანდრე მაკქუინისა და მიუ მიუს ცნობილი მოდელი გახდა.

ამ გლამურის უკან რეალურად სასტიკი ტყუილი იმალება! მას ანორექცია დაეწყო კარგავდა თმას, შეუწყდა მენსტრუალური ციკლი, ამასთან შოების შემდგომ გულიც კი მისდიოდა ხოლმე. ფოტოებზე მას მცირე წონა არ ეტყობოდა, რადგან მათ ფოტოშოპით ამუშავებდნენ, უმატებდნენ ლოყების მასას და ა.შ. მისი თქმით, ამ ბრენდებთან მომუშავე გოგონები სამუშაოს შენარჩუნების მიზნით იტყვიან, რომ ის იტყუება.

დოკსერი აცხადებს, რომ ეს მოდელები ჰამბურგერებს მხოლოდ ჟურნალისტების დასანახად მიირთმევენ, ხოლო, როგორც კი კამერები ითიშება საპირფარეშოებში გარბიან და მიღებული საკვებისგან ძალისმიერად თავისუფლდებიან (ღებინებით).

გოგონა საკუთარი კარიერის 8-ე თვეზე მიხვდა, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა. მას საშინელი დეპრესია დაეწყო და 23 წლისამ თვითმკვლელობაც სცადა. გარშემო ყველა საუბრობდა როგორი არაჩვეულებრივი და საოცნებო ცხოვრება ჰქონდა, თუმცა ასეთ ყოფას იგი ბედნიერი არ გაუხდია, პირიქით!

ცოტა ხნის წინათ მან წიგნი დაწერა სახელწოდებით “მუდამ არასაკმარისად გამხდარი, მოდელის დღიური”. მასში ვიქტუარმა ყველა იმ საშინელი დიეტის, პარამეტრებისა, თუ კანონების შესახებ დაწერა, რომლებიც სამოდელო ინდუსტრიაშია გამეფებული.

კარლ ლაგერფილდმა აღნიშნა, რომ შანელის სამოსი მკერდიან ქალებს არ უხდებათ, თუმცა ქალი მათ გარეშე წარმოუდგენელია! რატომ არ შეკერავენ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ბუნებრივ ქალბატონებს მოუხდებათ?

დღეს ეს მამაცი ადამიანი კვლავ 38 ზომას ატარებს და თეატრალურ კარიერას იწყებს. ის იმ ცოტა გოგონათაგანია, რომელთაც სიმართლის ხმამაღლა აღიარების არ შეშინებიათ.