მოვლენა 2020 წლის 21 ივნისსა მოსალოდნელი. ასტროლოგების აზრით, ამგვარი დაბნელება ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანებზე და შესაძლოა ჩხუბისა და გაუგებრობების მიზეზიც კი გახდეს.

ეს რგოლური დაბნელება იქნება, ანუ მთვარე ისე აეფარება მზეს, რომ ცაზე მხოლოდ მისი წრე გამოჩნდება. ასეთი დაბნელების დროს მთვარე დედამიწიდან ჩვეულებრივზე მეტი მანძილითაა ხოლმე დაშორებული.

ასტროლოგების აზრით, ასეთ მოვლენას ადამიანისთვის უარყოფითი შედეგები მოსდევს, თუმცა პრობლემები და წარუმატებლობა მაშინვე კი არ იჩენს თავს, არამედ მოგვიანებით. 

ირკვევა, რომ მსგავსი დაბნელება მომხდარა 2002 წელსაც. ამიტომ ასტროლოგები გვირჩევენ, გავიხსენოთ მაშინდელი მოვლენები, რათა დაახლოებით მაინც მივხვდეთ, რა გველოდება. 

სპეციალისტების თქმით, ამ დღეს ადამიანების უმეტესობას უსიამოვნებები ელის ოჯახში, მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან — თანაც, აშკარა მიზეზების გარეშე. ამიტომ მათი დაჟინებული რეკომენდაციაა, თავი აარიდოთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, ვინაიდან ისინი საფრთხის წყარო იქნებიან — ზოგს შეიძლება უბრალოდ გუნება გაუფუჭონ, ზოგი კი ხელჩართულ ჩხუბშიც ჩაითრიონ. 

ასტროლოგები განმარტავენ, რომ ამ დღეს ჯობს ყურადღება საშინაო საქმეებზე გაამახვილოთ, მეტი სითბო გამოიჩინოთ ნათესავებისა და ოჯახის წევრების მიმართ. ამასთან, არ უნდა გასცეთ ამაო დაპირებები და თავი შეიკავოთ ახლობლების კრიტიკისა და განსჯისგან.

განსაკუთრებული რეკომენდაციაა — ჭორებისთვის ყურის წაყრუება, მოარული ხმები, მათ შორის უშუალოდ თქვენზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიჯეროთ.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •