ვერძი

შესაძლოა, პრობლემასთან გამკლავება გაგიჭირდეთ, მაგრამ უკან დახევას არ გირჩევთ. ეცადეთ, საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ძლიერი გრძნობა, ოღონდ სიყვარული იქნება თუ სიძულვილი თქვენზეა დამოკიდებული.

კურო

სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. ეცადეთ, საკუთარ ემოციებს გაუმკლავდეთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, რადგან ყველა წამოწყება კრახისთვისაა განწირული. ეს კი ფინანსურ სფეროში სირთულეებს მოგიტანთ.

ტყუპები

დაძაბული დღეა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება. შესაძლოა, უსიამოვნო ცნობამ სულიერი წონასწორობა დაგირღვიოთ და ოჯახურ სიმშვიდეს საფრთხე შეუქმნას. მამაკაცებს ვურჩევთ, ნაკლებად ხისტები იყვნენ საკუთარი პრინციპების დაცვისას. ქალებისთვის შესანიშნავი დროა სტუმრად წასვლისა და გართობისთვის.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობისა და შეხვედრებისთვის. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენში რაღაც ისეთს შენიშნავს, რაც სხვებმა ვერ დაინახეს. თუ შვილები გყავთ, კარგად დაფიქრდით, სანამ თქვენს ცხოვრებაში ახალ ადამიანს შემოუშვებთ.

ლომი

გირჩევთ, დამშვიდდეთ და საკუთარ გრძნობებში კარგად გაერკვეთ. უარი თქვით უსარგებლო კონტაქტებისა და ზედმეტი ნივთებისგან. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან მოულოდნელი ცნობა, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. გაითვალისწინეთ, რომ დაბნეულობამ და გაურკვევლობამ შეიძლება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეგიშალოთ.

ქალწული

ნუ გადადებთ პრობლემების მოგვარებას სამომავლოდ. კარგი იქნება, თუ ყველა საქმეს ბოლომდე მიიყვანთ. პირად ცხოვრებაში ძლიერი გრძნობა გელით, რომელთან გამკლავებაც გაგიჭირდებათ.

სასწორი

კრიტიკული დღეა. შესაძლოა, სახლში წვრილმან პრობლემებს შეეჯახოთ ან ფინანსური პრობლემების გადაჭრა მოგიწიოთ. ერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და კომერციულ ოპერაციებს, რომლებსაც კაპიტალდაბანდება სჭირდებათ. ერიდეთ სარისკო ქმედებებს და ავანტიურებში ჩართვას.

მორიელი

დასვენებისა და შემოსავლის ახალი წყაროების მოძიების დღეა. ეცადეთ, ამ ქვეყნად თქვენი არსებობის მიზანზე იფიქროთ. სასურველია სიმშვიდე და განმარტოება.

მშვილდოსანი

სიყვარულით სავსე, ჰარმონიული დღეა. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა. შრომისმოყვარეობა და პარტნიორების დახმარება თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე სასიკეთოოდ აისახება. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ წარმატებით დასრულდება, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არაა.

თხის რქა

შესაძლოა, დღევანდელი პრობლემების სამომავლოდ გადადება მოგინდეთ, მაგრამ არ გირჩევთ ამის გაკეთებას. უმჯობესია, ყველა საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

მერწყული

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო და შემოქმედებითი პოტენციალი, აურა და პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. გირჩევთ ეს დღე შეხვედრებს, ადამიანებთან ურთიერთობას და შემოქმედებით ძიებას მიუძღვნათ. ეცადეთ, ყურადღება მთავარზე გაამახვილოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ნებისმიერი სირთულის საქმეს გაუმკლავდებით, თუნდაც ამისთვის ბევრი შრომა დაგჭირდეთ.

თევზები

ეს დღე რამდენიმე ცხოვრებისეულ გაკვეთილს ჩაგიტარებთ. ბევრ თევზს ღრუბლებიდან მიწაზე დაშვება და იმით დაკმაყოფილება მოუწევს, რასაც ცხოვრება სთავაზობს. შესაძლოა, დილიდან თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა საღამომდე ყველაფერი გამოსწორდება. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც იმის დანახვას შეძლებს, რაც სხვებისთვის უხილავია.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •