20 ციტატა, რომელიც დილიდანვე გაგაბედნიერებთ

136

შესანიშნავი ფრაზები იმისათვის, რომ საწოლიდანვე ღიმილით წამოდგეთ და თავს შეჰპირდეთ, რომ უკეთესი იქნებით. 
„ადრე დაძინება და ადრე გაღვიძება – აი რა ხდის ადამიანს ჯანმრთელს, მდიდარსა და ჭკვიანს“ – ბენჟამინ ფრანკლინი.

„თუ ყოველ დილით იმაზე ფიქრით გაიღვიძებთ, რომ დღეს აუცილებლად მოხდება რაღაც კარგი, ეს ასეც იქნება“ – ნინა დობრევი.„ყოველი დილა ცხოვრების თავიდან დაწყების დროა“ – პაულო კოელიო.

„ძველი მეგობრები მიდიან, ახლები ჩნდებიან. ისე, როგორც დღეები. მნიშვნელოვანია ისინი ღირებული გახადოთ: ღირებული მეგობარი – ღირებული დღეა“ – დალაი-ლამა.

„მე მომწონს იდეა: ყოველ დილით გაღვიძების შესაძლებლობა და ნებისმიერი რამის თავიდან დაწყება“ – კრისტინ არმსტრონგი.

„შესაძლებლობები მზის ამოსვლასავითაა. თუ ძალიან დიდხანს დაელოდებით, შესაძლოა გამოტოვოთ“ – უილიამ არტურ უარდი.

„სარკეში საკუთარ თავს გაუღიმეთ. ასე გააკეთეთ ყოველ დილით და ნახავთ რაოდენ დიდი ცვლილებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში“ – იოკო ონო.

„არ არსებობს ისეთი ღამე და პრობლემა, რომელსაც ვერ დაამარცხებს მზის ამოსვლა და იმედი“ – ბერნარდ უილიამსი.

„წლის გეგმა გაზაფხულზე შეადგინე, დღის გეგმა – დილით“ – ჩინური გამოთქმა.

„ფიქრები ყვავილებივითაა: დილით მოკრეფილი უფრო დიდხანს ცოცხლობს“ – ანდრე ჟიდი.

„ყოველ დილით ხელახლა ვიბადები…“ – ფრედერიკ ბეგბედერი.

„დილა საღამოზე ბრძენია. სულელურად და ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა“ – ერიხ მარია რემარკი.

„მისთვის, ვისაც განმარტოება უყვარს, დილით ადრე გასეირნება იგივეა, რაც ღამით გასეირნება, სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ დილით ბუნებაში მეტი სიხარულია“ – ვიქტორ ჰიუგო.

„ხდება ისეც, რომ გაიღვიძებ და ყველაფერი იდეალურადაა“ – დევიდ ნიკოლსი.

„საკუთარი ჯანმრთელობა იმით განსაჯეთ, თუ რამდენად გახარებთ დილა და გაზაფხული“ – ჰენრი დევიდ ტორო.

„არის დღეები, როცა შემიძლია ნებისმიერ ვინმეს ვესაუბრო, ნებისმიერ თემაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი დილა მქონდა“ – პიტერ ჯექსონი.

„მზიანი დილა ჩუმი სიხარულის დროა. ეს არ არის აჩქარების საათები. დილა – აუჩქარებელი, ღრმა, ოქროს ფიქრებისთვისა“ – ჯონ სტეინბეკი.

„როცა დილით იღვიძებთ, იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად ძვირფასი პრივილეგიაა – იყო ცოცხალი: სუნთქავდე, ფიქრობდე, იღებდე სიამოვნებას, გიყვარდეს“ – მარკუს აურელიუსი.

„როგორ მოიქცე, როცა მთელი ცხოვრების საქმეს დაასრულებ? დილით ყველაფერს კარგად გადახედე“ – იჯი პოპი.

beaumonde.ge