Ვერძი

ნუ დაივიწყებთ ახალ საქმეებს. დღეს გაგიჭრდებათ სასურველი შედეგების მიღება. ერიდეთ ხელშეკრულებების დადებას ვაჭრობის სფეროში და ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან დოკუმენტებს.

კურო

მოიშორეთ გონებიდან ძველი წყენები და პრობლემები. ნუ იფიქრებთ სამაგიეროს გადახდაზე, ეს ცუდად აისახება თქვენს ენერეტიკაზე, განსაკუთრებით დღეს.

ტყუპები

კარგი იქნება გარემოს შეცვლა, განახლება და გადახალისება. მოიშორეთ ყველაფერი ძველი და უსარგებლო, რათა ადგილი გამოათავისუფლოთ ახლისთვის.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანია კარგად გააანალიზოთ ყოველივე და დაფიქრდეთ თუ რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში, ეხება ეს ბიზნესის თემას თუ პირადს. ამ პერიოდში თქვენ ნათლად დაინახავთ თქვენს მანკიერ თვისებებს.

ლომი

მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტს, რათა არ მოხდეს მათი არასასიკეთო მუხტის გავრცელება თქვენს ირგვლივ. პოზიტიური აზროვნება დაგეხმარებათ უსიამოვნებების აცილებაში და კეთილდღეობის მოზიდვაში.

ქალწული

თუ გგონიათ რომ ბედნიერებას მოგიტანთ ახალი სამოსისა და ნივთების შეძენა – ცდებით! შეეცადეთ ცხოვრებიდან მოიცილოთ ყველაფერი უსარგებლო, ეს ეხება არა მხოლოდ ნივთებს, არამედ ზოგადად – არაფრისმომტან კავშირებს.

სასწორი

გამოღვიძების დროა, შესაძლოა დღეს მარტივად მიიღოთ პასუხები თქვენთვის აქტუალურ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწვალებდათ.

მორიელი

მნიშვნელოვანია იფიქროთ და იზრუნოთ სახლში კომფორტის შექმნაზე. შეიძინეთ ახალი აქსესუარები და მცენარეები, გაალამაზეთ თქვენი სივრცე. ეს ყველაფერი სასიკეთოდ აისახება თქვენს ენერგეტიკასა და განწყობაზე.

მშვილდოსანი

დღეს სამომავლო გეგმებზე დაფიქრდებით, იდეალური იქნება კარგად გააანალიზოთ პერსპექტივები, სტრატეგიულად დაამუშაოთ ყოველი ნაბიჯი და გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები.

თხის რქა

მრავალ საკითხსა და სფეროზე მოგიწევთ დაფიქრება, მთავარია არ გარისკოთ და არაფერი დაიწყოთ ახალი. მნიშვნელოვანი შენაძენისთვის სასურველი დღე არ არის. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მერწყული

ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებს შემოიტანს. თვენს ირგვლივ შექმნილი პოზიტიური ატმოსფერო დაგეხმარებათ სწრაფად და ხარისხიანად წარმართოთ თქვენი საქმიანობა.

თევზები

იდეალური დღეა სიყვარულისა და რომანტიული შეხვედრებისთვის, ასევე ერთობლივი საქმიანობისთვის. სიყვარულის თემა ამ პერიოდში თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •