ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში ადვილად შეძლებთ საკუთარი გეგმების განხორციელებას. პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობა წარმატებული იქნება. საღამოს ნეგატიურმა ტენდენციებმა შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ ან ფინანსურად დაგაზარალოთ. ერიდეთ ლომებთან და კუროებთან ურთიერთობას. თუ საშუალება გაქვთ, საღამო ბუნებაში გაატარეთ.

კურო

კრიტიკული დღეა. სასურველია თავშეკავება და სიტუაციის ობიექტურად შეფასება. შესაძლოა, სტუმრად უცნობ ადგილას და უცნობი ადამიანების გარემოცვაში მიგიწვიონ. ეცადეთ, ურთიერთობაში წინდახედულება და მოთმინება გამოიჩინოთ. თქვენს გამძლეობასა და თავშეკავებაზეა დამოკიდებული სამომავლო საქმეების წარმატება.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია კოშმარული სიზმრები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და უხასიათობა. შესაძლოა, ოჯახური და ფინანსური პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. ერიდეთ კომერციულ ოპერაციებს და ძვირადღირებულ შენაძენს. ნუ გარისკავთ და ნუ ეცდებით მასიდან გამოყოფას. მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც კომპრომისულ გადაწყვეტას მოითხოვენ. მთლიანად გამორიცხეთ შემთხვევითი ნაცნობობა და კონტაქტები მაქსიმალურად შეამცირეთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, ამ დღეს ოჯახური და ფინანსური პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. ეცადეთ თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ, რადგან ადრე ამისთვის დრო არ გყოფნიდათ. გირჩევთ, ბავშვებთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. ეს სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას მოგანიჭებთ.

ლომი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, გადაუჭრელმა პრობლემებმა და დაუსრულებელმა საქმეებმა დიდი დრო და ენერგია წაგართვათ. ბედი თქვენს სიმტკიცეს გამოცდის. ეცადეთ, უკან არ დაიხიოთ, თორემ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება. გაითვალისწინეთ, რომ მიმდინარე საქმეების წარმატება მხოლოდ თქვენს გამძლეობასა და გონიერებაზეა დამოკიდებული. დიდია ტრავმების რისკი, ამიტომ მეტი ყურადღება გმართებთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა. ნებისმიერ საქმეს პირველივე ცდაზე გაუმკლავდებით. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება. ამ დღის ერთადერთი უსიამოვნება ახლობელ ადამიანთან კამათია. ეცადეთ მოთმინება და ტაქტი გამოიჩინოთ, რათ კონფლიქტი სწრაფად დასრულდეს. კარგი იქნება, თუ საღამოს ბუნებაში გაატარებთ.

სასწორი

შემოქმედებითი აღმავლობის დღეა, რომელიც სავსეა საინტერესო მოვლენებით. მოულოდნელი ინფორმაცია ან მნიშვნელოვანი საქმე გაიძულებთ, სასიყვარულო საქმეები დროებით დაივიწყოთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველმა მეგობრებმა მოგინახულონ. ეცადეთ, საღამო მარტოობაში. საკუთარ ფიქრებთან ერთად გაატაროთ.

მორიელი

ამ დღეს გარშემო მყოფ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება არ გიჭირთ. სასურველია სტუმრად წახვიდეთ ან სტუმრები მიიღოთ. ეს დაგეხმარებათ სასიყვარულო, პარტნიორულ ან ცოლქმრულ ურთიერთობაში გაერკვეთ და ყველა გაუგებრობა აღმოფხვრათ.

მშვილდოსანი

ეს დღე ცრუ დაპირებებს და იმედგაცრუებას მოგიტანთ. ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგება ფინანსურ სირთულეებს ან გაუთვალისწინებელ ხარჯებს წინასწარმეტყველებენ. ნებისმიერი კომერციული აქტიურობა ფინანსური ზარალით დასრულდება. გირჩევთ, ნაკლები იაქტიუროთ და ლოდინის რეჟიმში გადახვიდეთ.

თხის რქა

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. ადვილად ახერხებთ საკუთარი გეგმების განხორციელებას და სამომავლო საქმიანობის გაფართოვებას. ერიდეთ რთულ პრობლემებთან შეჭიდებას და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას. გაითვალისწინეთ, რომ მოვლენათა არახელსაყრელი განვითარება შეიძლება თქვენს პირად ცხოვრებაზე აისახოს.

მერწყული

არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, ოჯახური და ფინანსური პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. გაუთვალისწინებელი ხარჯები შესაძლოა, ბავშვების ან მოხუცი ნათესავების პრობლემებს უკავშირდებოდეს. ეცადეთ, წინდახედულება გამოიჩინოთ და აკონტროლოთ ყველაფერი, რაც თქვენს პირად ან პროფესიულ ცხოვრებაში ხდება.

თევზები

ხელსაყრელი დღეა შეძენის, რემონტისა და სიახლეებისთვის. თქვენი ენერგიულობა, საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება, პიროვნული მომხიბვლელობა და კეთილსინდისიერება სასურველ შედეგს მოგიტანთ.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •