13-14 წლის დები თბილისიდან ბათუმში მიიპარებოდნენ – პოლიციამ 1 დღის ძებნის შემდეგ მეტროსთან იპოვა

70
პოლიცია

13-14 წლის დები,  რომლებიც გუშინ გლდანში დაიკარგნენ, უკვე იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დები  პოლიციამ დღეს  დილით  მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა. 

შსს-ს  ინფორმაციით, დები ბათუმში წასვლას აპირებდნენ, თუმცა  მოტივი უცნობია.  

გოგონებს ოჯახის წევრები და ახლობლები ეძებდნენ. მათ დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს. დები  უკვე სახლში არიან.