ვერძი – ყურადღებით იყავით, სულ უფრო მეტად უახლოვდებით გამარჯვებას და მცირე დაბრკოლებამ არ შეგაფერხოთ. დღეს მიხვდებით, რომ საკუთარ ცხოვრებას სრულიად აკონტროლებთ.
კურო – ჩამოწერეთ თქვენი გეგმები და დაიწყეთ მათი განხორციელება. მარტოხლები პარტნიორის ძიებას დაიწყებენ. შეყვარებულები კი დაქორწინებას გადაწყვეტენ.
ტყუპი – ახალგაცნობლთან განსაკუთრებულ სიახლოვეს იგრძნობთ. შეიძლება ის თქვენი თანამოაზრე გახდეს. დააფასეთ ის პოზიტიური ცვლილებები, რაც თქვენ გარშემო ხდება.
კირჩხიბი – დღეს თქვენი აქტიურობით ყურადღების ცენტრში მოექცევით. საღამოს დასასვენებლად ისეთი ადგილი გამონახეთ, სადაც ვერავინ მოგაგნებთ.
ლომი – ძალების აღდგენისა და დასვენების დღეა და ეცადეთ, დღეს მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. ახალგაცნობილი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდება.
ქალწული – საკუთარ თავს მტერივით ნუ ექცევით. ხანდახან დასვენებაც კარგია. ლიმონივით გამოწურული ცხოვრებას გემოს ვერ ჩაატანთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას არ გაჭირვეულდეთ.
სასწორი – გარშემო მყოფები დარწმუნებულები არიან, რომ ის საქმე, რასაც აკეთებთ, სწორია. დაკვირვებულად იყავით, რომ შეცდომები არ დაუშვათ. ის საიდუმლო, რაც მოსვენებას არ გაძლევდათ, დღეს გამოაშკარავდება.
მორიელი – დღეს მიხვდებით, რომ ცხოვრებაში ფული მთავარი არაა და ადამიანური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია. თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან იკონტაქტეთ. იხუმრეთ და იხალისეთ.
მშვილდოსანი – დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. კოლეგებთან ერთად იმუშავეთ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე. რთული საკითხებიც კი იუმორით განმუხტეთ.
თხის რქა – სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა ენერგიით აგავსებთ და შემართებას მოგიმატებთ. მეგობრები და კოლეგები ახალ წამოწყებაში დაგეხმარებიან.
მერწყული – მეტად უნდა გააქტიურდეთ სასურველის მისაღწევად. თანამოაზრეებს გააცანით თქვენი გეგმა და მათი დახმარების იმედი გქონდეთ.
თევზები – უამრავი განსხვავებული ვალდებულების შესრულება მოგიწევთ. არ იწუწუნოთ, დაკვირვებულად და სხვების დაუხმარებლად იმოქმედეთ.