მზიანი ამინდი-წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-დან 4 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების განცხადებით, 1 მაისს დასავლეთსა და  აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა +23- +28 გრადუსი იქნება.

2 მაისს დასავლეთ საქართველოში+ 23-+28 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში – +25-30 გრადუსი იქნება. ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა +27-+28 გრადუსი იქნება.

3 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება. ტემპერატურაც დაიკლებს და უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა- ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი 4 მაისამდე შენარჩუნდება.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •