ხაშურელი ქალი

ცხონებული ლერი მიწაში არ იყო გაცივებული, ქელეხში შემოსული ფულით მისი რძალი ახალ მანქანას რომ მოახტა. ეს ამბავი ისე სწრაფად გავრცელდა, კაცი გამოგლოვებული არ ჰყავდათ ხალხი უკვე ფეხზე იდგა

– მამამთლიც ასეთი უნდა, რძალს იმქვეყნიდანაც საჩუქრებს უკეთებსო.

-ცხონებულს, ეს რომ ვინმეზე გაეგო, სიცილით მოკვდებოდაო.

ქალს სიტყვამოსწრებულებმა მიქელ-შუმახერი შეარქვეს…

ვინმე რომ შეეკითხებოდა – 40 მაინც გასულიყო და მერე გეყიდა ეგ მანქანაო,

ქალი პასუხობდა: – ცხონებული სულ მეუბნებოდა, სანამ იმ ქვეყნად წავალ მანქანას, რომ შეგპორდი აუცილებლად გიყიდიო, კი დაველოდებოდი 40-ის გასვლას, მაგრამ, სანამ იმის სული ამ სახლში ტრიალებს, მინდა დაინახოს რომ დაპირება დაპირებად არ დარჩენიაო…

itar.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •