ხაშურელი გოგონა, რომელმაც სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100 პროცენტიანი დაფინანსება მიიღო

73
ელენე გოგალაძე

“გილოცავ ელენე სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100 %-იანი დაფინანსებით ჩარიცხვას. შენ ხარ მთელი მეოთხე სკოლის კი არა და, მთელი საქართველოს საამაყო შვილი. ვიცი აღარაფერი გამიკვირდება შენგან, მაგრამ მაინც ველი ახალ საოცრებებს” _ ასე მიულოცეს ხაშურელ გოგონას, ელენე გოგალაძეს გამაოგნებელი წარმატება – სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში, 100 %-იანი დაფინანსებით ჩარიცხვა.
,,რა არის საჭირო დიდი მიზნის მისაღწევად?
ნიჭი? თავდაუზოგავი შრომა? იღბალი? – დიახ, ეს ყველაფერი და კიდევ მიზანდასახულობა და დიდი სიმამაცე! ყველა ეს თვისება გააჩნია ჩვენი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, ელენე გოგალაძეს! და აი, შედეგიც: ამპატარა გოგომ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია : ის ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute) , რომელიც ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია და იღებენ აპლიკანტების 2%- ზე ნაკლებს.
ის ჰარვარდის ყოფილი დეკანის ბენ ნელსონის დაარსებულია. უნივერსიტეტი მდებარეობს სან- ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია : სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს – აირესი და ჰაიდერაბადი (ინდოეთი). ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ.
ელენემ მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება და იცხოვრებს ამ სახელოვანი უნივერსიტეტის კამპუსში.
ჩვენო საამაყო და საყვარელო გოგო, გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და გისურვებთ მომავალშიც უდიდეს წარმატებებს! გვჯერა , რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებ შენს ოჯახს, სკოლას და ქალაქს!” _ წერს ხაშურის IV საჯარო სკოლა, რომელშიც ელენე სწავლობდა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
დიახ, ელენე მთელი საქართველოს სიამაყეა!
დიახ, ელენესნაირი ბეჯითი, გონიერი, მიზანდასახული და წარმატებული ახალგაზრდები სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ისინი არიან ჩვენი იმედი და მომავალი.