“დედამ იპოვა, ხალათის ქამრით დაკიდებული ოთახში”- ახალი დეტალები გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

132
თოკი

გორში მომხდარ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ოჯახის მეზობლები აცხადებენ, 16 წლის გოგონა ხალათის ქამრით ჩამოკიდებული დედამ იპოვა. ოჯახის მეზობლებმა არ იციან რა შეიძლებოდა გამხდარიყო მოზარდის სუიციდის მცდელობის მიზეზი. ისინი ოჯახში კონფლიქტს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მშობლებთან მოზარდს კარგი ურთიერთობა ჰქონდას.

„ძალიან კარგი ოჯახია, სულ სითბოში და სიყვარულში გაზარდეს ეს ბავშვი. საღამოს საჭმელი უნდა ეჭამათ და დედამ ააკითხა ოთახში, სადაც ხალათის ქამრით დაკიდებული იპოვა.“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ,,დიანიუსთან” საუბრისას .

შეგახსენებთ, გორში 16 წლის გოგომ თვითმკვლეობა წუხლე ღამით სცადა. მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.