ცოლი გამოსაცდელი ვადით, წაწლობა და ქალ-ვაჟის ტრფობა ხორციელი კავშირის გარეშე – რას გულისხმობდა უნიკალური ხევსურული ტრადიციები

356
ხევსურები

“ხევ­სუ­რეთ­ში სწორფრის ხორ­ცი­ე­ლად შეყ­ვა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, ეს უდი­დე­სი პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყო! მისი ანა­ლო­გი მსოფ­ლი­ოს არ ახ­სოვს! ერთხელ სწორფრო­ბა და­ირ­ღვა, ოჩი­ა­უ­რე­ბი შე­უღლდნენ და თემ­მა ისი­ნი მო­იკ­ვე­თა. წყვი­ლი ჩეჩ­ნეთ­ში გა­იქ­ცა. ასე­თი იყო უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ეთი­კა!”, – ეთ­ნოგ­რა­ფი გი­ორ­გი გი­გა­უ­რი ხევ­სუ­რე­თის გა­სა­ო­ცარ წეს-ჩვე­უ­ლებ­ზე გვი­ამ­ბობს…

– ცოლი გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით, წაწლო­ბა, სწორფრო­ბა… რა გან­სხვა­ვე­ბა იყო ამათ შო­რის?

– წაწლო­ბა ხევ­სუ­რეთ­ში არ ყო­ფი­ლა, ეგ ფშავ­ში იყო. წაწლო­ბა იყო ხევ­სუ­რუ­ლი სწორფრო­ბის გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი ვერ­სია, სა­დაც ხორ­ცი­ე­ლი კავ­ში­რე­ბიც ყო­ფი­ლა, სწორფრო­ბა კი და-ძმო­ბი­ლო­ბა იყო. სწორფრის ხორ­ცი­ე­ლად შეყ­ვა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, ეს უდი­დე­სი პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყო! მისი ანა­ლო­გი მსოფ­ლი­ოს არ ახ­სოვს! ერთხელ ხევ­სუ­რეთ­ში სწორფრო­ბა და­ირ­ღვა, ოჩი­ა­უ­რე­ბი შე­უღლდნენ და თემ­მა ისი­ნი მო­იკ­ვე­თა. წყვი­ლი ჩეჩ­ნეთ­ში გა­იქ­ცა. ასე­თი იყო უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ეთი­კა!

წაწლო­ბა მე­ფის რუ­სე­თის გა­მო­ჩე­ნის მერე შე­ირ­ყვნა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საყ­ვარ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბად იქცა. მერე მო­შა­ლეს! მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხევ­სუ­რეთ­შიც აკ­რძა­ლეს უფ­რო­სებ­მა! მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის დრომ­დე იყო სწორფრო­ბა, 1950 წლებ­ში კი­დევ იცოდ­ნენ დღე­ო­ბებ­ში, ქორ­წი­ლებ­ში. ელჩი ჰყავ­დათ ქალს და ვაჟს და ერ­თმა­ნეთს სას­წორფროდ ახ­ვედ­რებ­დნენ. სწორფრო­ბა უწ­მი­დე­სი იყო და სიკ­ვდი­ლამ­დე ასე გრძელ­დე­ბო­და! სწორფრო­ბის არსს ძა­ლი­ან კარ­გად ჩას­წვდა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე და აღ­წე­რა თა­ვის ნო­ვე­ლა­ში “ენ­გა­დი”… ვერ ჩას­წვდა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი!

– ცოლი გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით რას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და?

– ერ­თგვა­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­მოც­და იყო, ხორ­ცი­ე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ერ­თწ­ლი­ა­ნი დრო! ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ სახ­ლში, ახ­ლობ­ლებ­ში და სხვა­გან. ზოგი შემ­თხვე­ვა ამარ­თლებ­და, ზოგი ვერა. შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­ეძ­ლოთ და­შო­რე­ბუ­ლიყ­ვნენ და სხვა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. ქუ­ჩა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­გე­წო­ნოს ან შე­გიყ­ვარ­დეს, მაგ­რამ სახ­ლში სხვა გა­მოც­და იყო. ნა­თე­სა­ო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კულ­ტუ­რაც არ­სე­ბობ­და. ახლა რომ არის – ოჯა­ხი თა­ვის ნა­ჭუჭ­ში ჩა­კე­ტი­ლი, ასე არ იყო ადრე. ცოლი რომ მოჰ­ყავ­და კაცს, ის მის სა­ახ­ლობ­ლოს­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო შე­გუ­ე­ბუ­ლი. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ე­ლი კავ­ში­რი და­უშ­ვე­ბე­ლი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, შვი­ლიც არ ჰყავ­დათ! იცოდ­ნენ აკ­ვან­ში და­ნიშ­ვნაც. ჯი­ში­ა­ნი და მებ­რძო­ლი გვა­რე­ბი ერ­თდე­ბოდ­ნენ და ასე გა­მო­დი­ო­და მებ­რძო­ლი გე­ნე­ტი­კა. ასე ვი­ცავ­დით მიწა-წყალს.

ხევსურეთში მდი­ნა­რე­ე­ბის სა­თა­ვე­ებ­ში ცხოვ­რობ­დნენ, ალ­პურ ზო­ნა­ში ლო­ცუ­ლობ­დნენ, ია­რაღს ჭედ­დნენ, ლექ­სებს ამ­ბობ­დნენ… აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სწორფრო­ბის (და სა­ხეც­ვლილ წაწლო­ბის) ტრა­დი­ცი­ის წარ­მო­მავ­ლო­ბა ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ, რა სო­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მო­იშ­ვა ეს უნი­კა­ლუ­რი წე­სე­ბი. მისი ფეს­ვე­ბი უძ­ვე­ლეს შუ­მე­რულ ეპო­სებ­ში ჩანს, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბიბ­ლი­ურ (გა­და­მუ­შა­ვე­ბულ ვერ­სი­ებ­ში) ტექ­სტებ­შიც გვხვდე­ბა. დე­და­მი­წა­ზე ღვთის­შვი­ლე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და მათ­თან წვე­ბოდ­ნენ მი­წი­ე­რი ქა­ლე­ბი და ბა­დებ­დნენ გო­ლი­ა­თებს (ნი­ფი­ლი­მე­ბის წარ­მო­შო­ბა ბიბ­ლი­ა­ში).

იგი­ვეა ხევ­სუ­რულ სწორფრო­ბის წეს-ჩვე­უ­ლე­ბა­შიც. სიმ­ბო­ლუ­რად შე­მორ­ჩე­ნი­ლია ქალ-ვა­ჟის გა­მო­საც­დე­ლი და სა­ა­მა­ყო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ვა­ჟე­ბი (კა­ცე­ბი) წვე­ბოდ­ნენ ჭე­ხო­ში, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად “ზე­ცას” მი­ა­ნიშ­ნებ­და. ხევ­სუ­რუ­ლი ბა­ნი­ა­ნი, სამ სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი სამ­ყა­როს სიმ­ბო­ლუ­რი მო­დე­ლი იყო. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი “ქვე­ყა­ნა”, მე­ო­რე სარ­თუ­ლი “ცა”, მე­სა­მე სარ­თუ­ლი – ჭერ­ხო ღვთის­შვი­ლე­ბის ად­გი­ლია სიმ­ბო­ლუ­რად! ვა­ჟე­ბი იქ იძი­ნებ­დნენ. ქალი ადი­ო­და ვაჟ­თან და ღამე სა­უბ­რით იქ­ცევ­დნენ თავს.

იბე­რი­უ­ლი ღრმა სა­ხალ­ხო ეთი­კა ვერ შე­ბო­ჭეს შე­მო­სულ­მა მი­წი­ერ­მა რე­ლი­გი­ებ­მაც! ფხო­ვის ეს ჩვე­უ­ლე­ბა შემ­დგომ ხევ­სუ­რეთ­მა შე­მო­ი­ნა­ხა 1950-იან წლე­ბამ­დე. ფშავ­ში წაწლო­ბა არ­სე­ბობ­და მცი­რე ხანს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი აზ­რით რუ­სუ­ლი ექ­სპან­სი­ის შე­დე­გად და­მა­ხინჯდა. როცა ბო­ლოს ხევ­სუ­რუ­ლი სწორფრო­ბაც გა­წაწლ­და, ხალ­ხმა აკ­რძა­ლა და პა­რა­ლე­ლუ­რად ფშავ­შიც მო­ი­შა­ლა ეს მსოფ­ლიო დო­ნის ხალ­ხუ­რი ეთი­კის სა­ინ­ტე­რე­სო ჩვე­უ­ლე­ბა. არ­სე­ბობს წიგ­ნი “სწორფრო­ბა ხევ­სუ­რეთ­ში” (ნ. ბა­ლი­ა­უ­რი). ავ­ტო­რი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად აღ­წერს ამ ჩვე­უ­ლე­ბას, თუმ­ცა აქვს ზო­გი­ერ­თი გა­დახ­ვე­ვაც. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, არ­სე­ბობს გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის “ენ­გა­დი”. ეს გე­ნი­ო­სი პი­როვ­ნე­ბა ჩას­წვდა ხევ­სუ­რუ­ლი სწორფრო­ბის ღრმა არსს. “სიყ­ვა­რულს იგე­მებ, მოკ­ლავ იწოდ მხო­ლოდ”. სუ­ლის და ხორ­ცის გა­მოც­და ყვე­ლა­ზე მე­ტად წარ­მო­ა­ჩენ­და ახალ­გაზ­რდას.

“…მო­ვი­და იგი, ავ­ხორ­ცი და უმან­კო. ჩვე­ნი ალერ­სი წა­მე­ბად იქცა. – რა­ტომ არ უნდა მოხ­დეს ჩვენს შო­რის ის, რაც ხდე­ბა ვაჟ­სა და ქალს შო­რის? – ვკი­თხე მას, ჩემს გვერ­დით გარ­თხმულს.- მე ხომ შენი სწორ­ფე­რი ვარ და შენ – ჩემი! – მი­პა­სუ­ხა მან. – ეს ხომ წა­მე­ბაა! – შევ­ძა­ხე მე. – წა­მე­ბაა? – მო­მიბ­რუ­ნა სი­ტყვა, – ტკბილ ხომ არს!

ტკბი­ლი იყო “ეს” უთუ­ოდ, მაგ­რამ ასე მტან­ჯა­ვი. რო­მელ­მა ვაჟ­მა შეს­ძლოს ამ ცე­ცხლის ატა­ნა? ტკბი­ლად ვე­ლო­ლი­ა­ვე­ბო­დით ურ­თი­ერ­თს. იგი გა­მო­მი­ტყდა: მას თვი­თონ ეთხო­ვა თურ­მე მგე­ლი­კა­სათ­ვის, მო­ე­წყო ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა. – მაშ მო­გე­წო­ნე? – შე­ვე­კი­თხე ღი­მი­ლით. – ჰო, ძა­ლი­ა­ნა! – მო­მი­გო მან გუ­ლახ­დი­ლად. ბევ­რი რამ მაც­ნო მზე­ქა­ლამ სწორფრო­ბის შე­სა­ხებ.

– ხან­და­ხან ძალა აღარ ჰყოფ­ნით სწორ­ფერთ, – მი­თხრა მან. – ხოლო ეს სირ­ცხვილ არს, აუ­გია.- რომ და­ქორ­წინ­დნენ?- არ იქ­ნე­ბის და­ქორ­წი­ნე­ბა, აკ­რძა­ლუ­ლი არს. – მაშ მე არ შე­მიძ­ლია შე­გირ­თო?- არა! – ეს ხომ წა­მე­ბაა!- ტკბილ ხო­მაა!ამ­ჯე­რად ადრე მი­მა­ტო­ვა ლა­მაზ­მა…”

ეს არის ამო­ნა­რი­დი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის ნო­ვე­ლა­დან “ენ­გა­დი”… იგი ამა­ვე ნო­ვე­ლა­ში ასე­ვე წერს: “უეც­რად ორი მო­ხუ­ცი შევ­ნიშ­ნეთ: კაცი და ქალი, რომ­ლე­ბიც ერ­თი­მე­ო­რეს ეკ­ვროდ­ნენ დამ­სხდარ­ნი. მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, სა­ა­ლერ­სო სი­ტყვე­ბი მოგ­ვეს­მა. გა­მე­ცი­ნა. შეგ­ვამ­ჩნი­ეს თუ არა, წამ­სვე დას­ცილ­დნენ ოდ­ნავ ერ­თი­მე­ო­რეს, დარ­ცხვე­ნით გა­წით­ლე­ბა მათ უკვე აღარ შე­ეძ­ლოთ. გავ­შორ­დით მათ. გრუ­ტუ­ნი უც­ნა­უ­რი წყვი­ლი­სა მოგ­ვეს­მა კი­დევ. “სწორფრე­ბი ელო­ლო­ვე­ბი­ან ერ­თი­მე­ო­რეს”, – წა­ი­ფუ­ჩუ­ნა ღი­მი­ლით ჩემ­მა თა­ნამ­გზავ­რმა. “რაა?” – წა­მო­ვი­ძა­ხე გან­ცვიფ­რე­ბულ­მა. მო­ხუ­ცე­ბი იგო­ნე­ბენ ყვა­რო­ბის გა­და­სულ დღე­ებ­სო, ამიხ­სნა მო­ხუც­მა. კაცი ცოლ­შვი­ლი­ა­ნი და ქალი ქმარ­შვი­ლი­ა­ნი­აო…”

მი­ნა­წე­რი (გა­მომ­ცემ­ლის, ზუ­რაბ კიკ­ნა­ძის კო­მენ­ტა­რი): “ნო­ვე­ლას სა­ფუძ­ვლად უდევს ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში (და შე­საძ­ლოა, მსოფ­ლი­ო­შიც) თა­ვი­სი კერ­ძო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბით უნი­კა­ლუ­რი წეს-ჩვე­უ­ლე­ბა სწორფრო­ბი­სა, რომ­ლის წარ­მო­შო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფუნ­ქცია იდუ­მა­ლე­ბით არის მო­ცუ­ლი. გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე ერ­თა­დერ­თია ქარ­თველ მწე­რალ­თა (და თუნ­დაც, მკვლე­ვარ­თა) შო­რის, რო­მე­ლიც ჩას­წვდა სწორფრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ სიღ­რმეს”.

ambebi.ge