ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი, ელექტროშოკი… – აკრძალული ნივთები, რომლებიც სკოლებში მოსწავლეებს აღმოუჩინეს

63

8 თვე­ში სკო­ლებ­ში 2 ათას­ზე მეტი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია და­ფიქ­სირ­და, სა­ი­და­ნაც 374 შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს.

2018 წლის 17 სექ­ტემ­ბრი­დან 2019 წლის აპ­რი­ლამ­დე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­დან 853 აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი ამო­ი­ღეს, მათ შო­რის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, ნარ­კო­ტი­კი და ელექტრო­შო­კი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­თხო­ვი­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სუ­ხად აც­ნო­ბეს, 2019 წლის 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სკო­ლებ­ში ჯამ­ში 1435 უკონ­ტაქ­ტო ზე­და­პი­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. აქე­დან, თბი­ლის­ში – 905, ქვე­მო ქარ­თლში -152, სა­მეგ­რე­ლო – ზემო სვა­ნეთ­ში – 95, იმე­რეთ­ში – 86, შიდა ქარ­თლში – 71, აჭა­რა­ში – 70, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში – 28, მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში – 12, კა­ხეთ­ში – 10, გუ­რი­ა­ში – 6.

2018 წლის 17 სექ­ტემ­ბრი­დან 2019 წლის აპ­რი­ლამ­დე სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ჯამ­ში 66 ათა­სამ­დე დარ­ღვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, მათ შო­რის, აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი 853 შემ­თხვე­ვა­ში ამო­ი­ღეს.

„სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში სკო­ლი­დან 1 ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 56 დანა, 13 ბას­რი სა­გა­ნი, 3 ბლაგ­ვი სა­გა­ნი, 25 ბან­ქო, ან სხვა აზარ­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, 3 ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ან მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, 26 კას­ტე­ტი ამო­ი­ღეს. ასე­ვე და­ფიქ­სირ­და 4 ყურ­სას­მე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი, 294 -თამ­ბა­ქო და სან­თე­ბე­ლა (ასან­თი), 73 სა­ა­ხალ­წლო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი (პი­ტარ­და), 80 ელექტრო­სი­გა­რე­ტი, 1 ელექტრო­შო­კი (ტა­რე­ბა), 33 ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, 21 ალ­კოჰო­ლის შე­ტა­ნა სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 20 სა­ვა­რა­უ­დო ნარ­კო­ტი­კის შე­ტა­ნა სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გა­მოგ­ზავ­ნილ დო­კუ­მენ­ტში.

ამას­თან, 2018 წლის 17 სექ­ტემ­ბრი­დან 2019 წლის აპ­რი­ლამ­დე სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში პო­ლი­ცია 374 შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ძა­ხეს. სკო­ლებ­ში, სა­დაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მო­ზარ­დებს შო­რის 2 396 კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია (სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა) მოხ­და.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის 17 სექ­ტემ­ბრი­დან 2019 წლის აპ­რი­ლამ­დე სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ჯამ­ში 66 ათა­სამ­დე დარ­ღვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, აქე­დან დის­ციპ­ლი­ნუ­რი დარ­ღვე­ვა 64 780 შემ­თხვე­ვა­ში.

„252 შემ­თხვე­ვა­ში გაკ­ვე­თილ­ზე მოს­წავ­ლის მიერ მო­ბი­ლუ­რით სარ­გებ­ლო­ბა გა­მოვ­ლინ­და, 7184 – გაკ­ვე­თი­ლი­დან გა­პარ­ვა, 4504 – გაკ­ვე­თი­ლის ჩაშ­ლა ან ჩაშ­ლის მცდე­ლო­ბა მოს­წავ­ლის მიერ, 42 803 – მოს­წავ­ლის დი­ლით დაგ­ვი­ა­ნე­ბა, 10 037 – მოს­წავ­ლის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბა“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გა­მოგ­ზავ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge