პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

რუსეთის დუმის დეპუტატები გაბუნიას ექსტრადაციას ითხოვენ. მანამდე გავრილოვის გაძევების მოტავე პოლიტიკური ლიდერების დასჯა მოითხოვეს,,,

ჩვენ რომ ხალხი ვიყოთ, 
ჩვენ რომ სოლიდარობა ვიცოდეთ რა არის არა მხოლოდ მაშინ როცა ყველაფერი თავიდან ბოლომდე ჩვენთვის მისაღებია;
ჩვენ რომ ერთმანეთის გატანა შეგვეძლოს თუნდაც შეცდომებში, როცა საფუძველში მართლები ვართ; 
ჩვენ რომ პილატეებით ამოტენილი საზოგადოება არ ვიყოთ, რითაც საკუთარ სიმხდალეს ვმალავთ… 
და კიდევ ბევრი ჩვენ რომ…. 
იცით რას ვიზამდით? ყველა ერთხმად გავიმეორებდით იგივეს, როგორ მიუღებლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ჩვენი ფაქიზი ყურისთვის, რისთვისაც ერთ–ერთი ჩვენგანი შეიძლება დასაჯოს ამ ქვეყნის მტერმა და თუ რამე არ მოგვეწონა, პირადად მას ვეტყოდით და არა ასე საჯაროდ გავკიცხავდით! თან რისთვის?!!!! 
და ჩვენ თუ ამას ვიზამდით, არ იარსებებდა ამ ქვეყნად ჩვენი მომრევი ძალა!

ხოდა როცა ამას წაიკითხავთ პოზიციით ყველაზე უარესებო – შუაშისტობას ამოფარებულო მხდალებო, პეროები გაისწორეთ უკანალებში და იფიქრეთ იმაზე რომ ოდესმე შესაძლოა თქვენც მარტო აღმოჩნდეთ თუნდაც შეცდომის გამო საშინელი უსამართლობის წინაშე და აუცილებლად დამარცხდებით რადგან არც საკუთარი ძალა გეყოფათ და არც არავინ გეყოლებათ გვერდით მდგომი!

სწორედ ამიტომ – როგორი მიუღებელი ფორმაც არ უნდა ჰქონდეს გაბუნიას მონოლოგს, სოლიდარობის ნიშნად სიტყვა–სიტყვით ვიმეორებ იგივეს და რაც არ მომეწონა ამას პირადად ვეტყვი კომკავშირული კრების გარეშე! 
ჩემი სოლიდარობა გიორგი გაბუნიას, რომლის ექსტრადირებას ითხოვენ რუსეთის დუმაში!!

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •