(ვიდეო) გოგო ყოფილი შეყვარებულის ქორწილში საქორწილო კაბით მივიდა და სკანდალი მოუწყო

744

ჩინეთში გოგომ ყოფილი შეყვარებულის ქორწილის ჩაშლა სცადა. შემთხვევის ვიდეოს Daily Mail-ი ავრცელებს.

კადრებში ჩანს საქორწილო კაბაში ჩაცმული გოგო, რომელიც წყვილს უახლოვდება, შემდეგ კი მუხლებზე დაჩოქილი ყოფილ შეყვარებულს შერიგებას სთხოვს.

გოგო სცენაზე მაშინ ავარდა, როცა ახალდაქორწინებულებს ერთმანეთისთვის უნდა ეკოცნათ. კადრებში ჩანს, როგორ გადის გაბრაზებული პატარძალი დარბაზიდან.