მადრიდი

ესპანელები უფრო ჯანმრთელები არიან, ვიდრე სხვა ადამიანები პლანეტაზე. რას აკეთებენ ესპანელები სხვებზე უკეთესად? გერმანულმა გამოცემა Stern-მა ამ თემას ვრცელი სტატია მიუძღვნა.  

ესპანეთში, რომ ყველაზე ჯანმრთელი ადამიანები ცხოვრობენ, ეს კვლევებით დასტურდება, რომელიც ახალი ამბების სააგენტო Bloomberg-მა ჩაატარა. კვლევისთვის 169 ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების წესი შეისწავლეს. ასევე მოაგროვეს ინფორმაცია კვების შესახებ. 

ესპანეთის სამზარეულოს ერთ-ერთი კერძია „გასპაჩო“, ბოსტნეულის ცივი სუპი, რომელსაც ტომატით, კიტრისგან, ხახვით და ნივრით ამზადებენ. გამოცემა წერს, რომ ამ კერძს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. 

კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ესპანელების ჯანმრთელობის მიზეზი კვებაა, რადგან ამ ქვეყანაში ყველაზე ბევრ ბოსტნეულს ჭამენ. 

საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს, რომ ესპანელები ევროპაში ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ. 2016 წელს ქვეყანა მოქალაქეების სიცოცხლის ხანგრძლივობით მეოთხე ადგილზე გავიდა, იაპონიის, შვეიცარიის და სინგაპურის შემდეგ. 

ვაშინგტონის ინსტიტუტის მეცნიერების პროგნოზით, 2040 წელს ესპანეთი მოქალაქეების სიცოცხლის საშუალო მაჩვენებლით ლიდერი გახდება. ქვეყანაში საშუალოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა 85,5 წელს შეადგენს. 

„მთავარი მხოლოდ საკვები არ არის, მზე, სიესტა, სეირნობა, ურთიერთობა, სოციალური კონტაქტები – აი ეს არის ჩვენი რეცეპტი“ – ამბობს Stern-თან საუბარში მადრიდის მცხოვრები 70 წლის მოქალაქე.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •