გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

ქართული ეროვნული მარაზმის და ფარისევლობის კიდევ ერთი მაგალითია ის, რომ ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობს ეკლესიის სიწმინდეზე, დავით აღმაშენებელზე და რუის-ურბნისზე, ყველაზე მეტად ისინი შეეწინააღმდეგებიან მეუფე პეტრეს ამ ინიციატივას! რუის-ურბნისი და წესიერება ამათ მხოლოდ სადღეგრძელოში უნდათ და ისტორიაში, ხოლო აქ და ახლა ყველაფრის უფლება უნდათ ჰქონდეთ…

“ის, რომ ეკლესიაში უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო, ის, რომ ეკლესიაში გაჯანსაღების პროცესი დაიწყოს და გაჯანსაღებული ეკლესია უნდა გახდეს ფუნდამენტი, საძირკველი ჩვენი ახალი საქართველოს აღმშენებლობის, ეროვნული და სახელმწიფოებრივი სახელმწიფოს შექმნისა, რომელიც დღემდე ვერ შევქმენით, რა თქმა უნდა, ამ აზრს ყოველთვის ჰყავს მხარდამჭერთა უმრავლესობა,“ – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •