Ყოველ ჩვენთაგანს ჰყავს თავისი ორეული. Რთული დასამტკიცებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ისტორიულ პიროვნებებსაც კი თანამედროვე სამყაროში მოეძებნებათ ორეულები. Გამონაკლისნი არც უცხოელი სელებრითები არიან. Რათქმაუნდა არ არსებობს ბუნებაში ორი ადამიანის იდეალური მსგავსება, მაგრამ მიახლოებულ გარეგნულ მსგავსებას საქართველოშიც შევხვდებით.
Აი ის ქართველები, რომლებიც უცხოელ ვარაკვლავებს გვანან:

  1. მელი ბაღდავაძე და ემილი რატაკოვსკი @thekingmeli
    მელი ბაღდავაძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ პოპულარულია და მას ძალიან ამგვანებენ ცნობილ მოდელს, ემილი რატაკოვსკის.

მელის მიმდევრები „ინსტაგრამზე“ მისი ფოტოების კომენტარებში ხშირად აღნიშნავენ ამას და ზოგი იმასაც კი წერს, რომ ერთი შეხედვით, ამ ორის გარჩევა უჭირთ.

  1. თეონა ჩაჩუა და ქენდალ ჯენერი @teonachachua
    საქართველოში ორეული თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელს, ქენდალ ჯენერსაც ჰყავს. თეონა ჩაჩუა „ინსტაგრამზე“ პოპულარული ვლოგერია. მას 71.2 ათასი გამომწერი ჰყავს. თავის მიმდევრებს მაკიაჟის გაკეთების მეთოდებს და თავის მოვლის წესებს უზიარებს.

შეუმჩნეველი არავისთვისაა ის, რომ ქართველი „ინფლუესერი“ საოცრად ჰგავს ქენდალ ჯენერს. ზოგიერთ ფოტოში კი მსგავსება იმდენად დიდია, რომ ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია.

  1. მირანდა შელია და ირინა შეიკი @mimishelini
    მიმი შელინის სახელით არის ცნობილ მირანდა შელიას ქართველ ირინა შეიკსაც უწოდებენ.

მიმის ფოტოებს შეხვდებით „ინსტაგრამის“ სხვადასხვა გვერდებზე. ის აღნიშნულ სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია. მას 839,000 გამომწერი ჰყავს.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •