Აშშ-ში, ქალაქ პიტსბურგში მცხოვრებმა ქალმა პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრს ღვიძლის გადანერგვის მსურველთა სიაში შეყვანის მოთხოვნით მიმართა; ექიმები ფიქრობდნენ, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემები ალკოჰოლზე დამოკიდებულებით იყო გამოწვეული, რადგან ალკოჰოლზე ჩატარებულმა არაერთმა შარდის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. Ქალი ირწმუნებიდა რომ არ იყო ალკოჰოლიკი და არც იმ დღეს არ დაულევია, მაგრამ ექიმების მას არ უჯერებდნენ, სანამ ყველაფერი სიღრმისეულად არ გამოიკვლიეს.
Რიგორც აღმოჩნდა ქალის შარდის ბუშტი ალკოჰოლს წარმოქმნის.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ მდგომარეობას „შარდის ბუშტის ფერმენტაციის სინდრომი“ ან „შარდის ავტოხარშვის სინდრომი“ უწოდონ. საკმაოდ ჰგავს კიდევ ერთ წარმოუდგენლად უიშვიათეს მდგომარეობას — ავტო-ლუდსახარშის სინდრომს, როდესაც ადამიანი უბრალოდ მიღებული ნახშირწყლებით თვრება, ყოველგვარი ალკოჰოლის მოხმარების გარეშე.

​Მკვლევარები ამბობემ, რომ არ არის გამორიცხული, ეს უიშვიათესი სამედიცინო მდგომარეობა სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ, მაგრამ ვერ ხდებოდეს სიმპტომების იდენტიფიკაცია, რადგან ამ პათოლოგიის ბუნება უჩვეულო და დიდწილად გაურკვეველია.

კვლევას აქვეყნებს ჟურნალი  Annals of Internal Medicine.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •