„ფეხმძიმედ იყო, რუსმა ღორებმა რომ აჩეხეს 9 აპრილს… დედას გული გაუსკდა… “ – 9 აპრილს მოკლული ელისო ჭიპაშვილის ისტორია

1460
ელისო ჭიპაშვილი

9 აპრილს, საბჭოთა ჯარის მიერ ორლესული ნიჩბებითა და მხუთავი გაზით მოკლულ გმირებს იხსენებენ დღეს საქართველოში. ელის ჭიპაშვილის ოჯახის ტრაგედიაზე წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალიტი და ექსპერტი ზურაბ მჭედლიშვილი.

„დიღმის სასაფლაოზე ჩემი მშობლების საფლავის შორიახლო განისვენებს 9 აპრილს დაღუპული ელისო ჭიპაშვილი. ფეხმძიმედ იყო რუსმა ღორებმა რომ აჩეხეს და მოწამლეს! როცა დედამისს შეატყობინეს ეს ამბავი, ქალს გული გაუსკდა…ისიც ელისოს გვერდით განისვენებს!

წლების მანძილზე, განსაკუთრებით აღდგომას, ვხედავდი მათს საფლავზე ელისოს მამას, რომელმაც დაღუპული ცოლ-შვილის ფოტოების გვერდით თავისი ფოტოც ჩაასმევინა და დაბადების თარიღიც დააწერინა, ცარიელი იყო მხოლოდ გარდაცვალების თარიღის ადგილი…ანუ კაცმა წინასწარ განიმზადა საფლავი ძვირფასი ადამიანების გვერდით…

რამდენიმე წლის წინ თბილისში ყოფნისას მოვინახულე მშობლების საფლავი და ელისოს მამის სურათის ქვეშ უკვე მითითებული იყო მისი გარდაცვალების თარიღი.“ – წერს ზურაბ მჭედლიშვილი.