• ამერიკელი სერიული მკვლელი , ნეკროფილი და გვამების გამტაცებელი.
  • ზედმეტ სახელი: ”პლეინფილდის ვამპირი”.
  • დაბადების წელი: 1906 წლის 27 აგვისტო.
  • ზოდიაქო: ქალწული.
  • გარდაცვალების წელი: 1984 წლის 26 ივლისი.

​ედ გეინი დაიბადა 1906 წლის 27 აგვისტოს, ლა-კროსში, შტატ ვისკონსინში (აშშ) . მშობლები – ჯორჯ ფილიპ გეინი და ავგუსტა ვილგელმინა ლერკე. ედ გეინს ჰყავდა ძმა სახელად ჰენრი ჯორჯ გეინი. ავგუსტა 19 წლის იყო, ხოლო ჯორჯი 24 წლის როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს. 1899 წლის 4 დეკემბერს ისინი დაქორწინდნენ. მათ ქორწინებას თავიდანვე არ გააჩნდა მომავალი, მამა ალკოჰოლიკი იყო და უმუშევარი, რის გამოც ყველაფერი ავგუსტას მხრებზე გადავიდა, რომელსაც პატარა სასურსათო მაღაზია ჰქონდა (ფორმალურად მაღაზია ქმარს ეკუთვნოდა), მიუხედავად იმისა რომ ცოლი ქმარს ვერ იტანდა, ისინი ერთმანეთს მაინც არ შორდებოდნენ, რადგან რელიგიური ოჯახი ჰქონდათ და ამას ვერ დაუშვებდნენ. ავგუსტა გაიზარდა ღვთისმოსავ ლუთერანულ ოჯახში, რომლის წევრები წინააღმდეგნი იყვნენ სექსუალური კავშირის და ყველაფრის რაც მასთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ავგუსტა ყველაფერში ჭუჭყს და ცოდვას ხედავდა. დედა უკრძალავდა ედვარდს და ჰენრის სხვა ბავშვებთან ურთიერთობას, აძალებდა მძიმე სამუშაოს კეთებას ფერმაში და მხოლოდ სკოლაში უშვებდა მათ. ასევე ავგუსტა შვილებს უკითხავდა ბიბლიას და ეუბნებოდა, რომ მთელი მსოფლიო სიბილწეში იძირება და რომ ყველა ცოდვილია.1913 წელს ავგუსტამ გადაწყვიტა რომ საცხოვრბელი გაეყიდათ, რადგან ლა-კროსი ცუდად მოქმედებდა მის შვილებზე და ცოტა ფულის შეგროვების შემდეგ, გეინებმა იყიდეს პატარა რძის ფერმა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო მათ გაყდეს ის და გადავიდნენ პლეინფილდში.ბავშობაში ედი მორიდებული იყო და მას მეგობრები არ ჰყავდა, რადგან თითოეული მცდელობა ვინმესთან დამეგობრების სრულდებოდა იმით, რომ დედა გეინს მკაცრად სჯიდა. გეინის ჩაკეტლობაში, თავისი წვლილი შეიტანა გამონაზარდმა, რომელიც მას მარცხენა ქუთუთოზე ჰქონდა და რის გამოც კლასელები დასცინოდნენ.
როდესაც გეინი 10 წლის იყო, მან განიცადა ორგაზმი იმის ნახვით, თუ როგორ მოკლეს მშობლებმა ღორი. ერთხელ ავგუსტამ გეინს მასტურბაციაზე შეუსწრო და მდუღარე წყალი გადაასხა, მიუხედავად ამისა გეინი დედას მაინც წმინდანად მიიჩნევდა, ავგუსტა კი ყოველთვის არ იყო კმაყოფილი შვილებით, ის ფიქრობდა, რომ შვილებიც მამის მსგავსად უიღბლოები გაიზრდებოდნენ. მოზარდობის ასაკში ჰენრი და ედვარდი შემოიფარგებოდნენ მხოლოდ ფერმის ეზოთი და საზღვრებს არ სცდებოდნენ.
გეინის მამა გარდაიცვლება პლევმონიით, 1940 წლის 1 აპრილს, 66 წის ასაკში, რისი მიზეზიც გახდება ალკოჰოლიზმი, მას გული გაუჩერდება. ამის შემდეგ გეინმა და ჰენრიმ ხშირად დაიწყეს ფერმის საზღვრებს იქით გასვლა, მათ სამუშაო სჭირდებოდათ ვალების დასაფარად. ედვარდი ხშირად მუშაობდა ძიძად მეზობლის ბავშვებისთვის. 1941 წელს ედვარდმა გაიცნო მარტოხელა დედა, გეინი მასთან გადასვლას აპირებდა მაგრამ თავის ძმის ბედს განიცდიდა, რადგან ავგუსტას გავლენა სულ უფრო დაუფრო იზრდებოდა, ჰოვარდმა კი თავის ძმას რამოდენიმეჯერ შესჩივლა დედის დამოკიდებულებაზე.
1944 წლის 16 მაისს, ჰენრიმ და ედვარდმა ჭაობის მცენარეებს წვავდნენ ფერმის ტერიტორიაზე, რაღაც მომენტში ცეცხლი კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, რამაც ადგლობრივი სახანძროს ყურადღება მიიქცია, დღის ბოლსო როდესაც ცეცხლი ჩააქრეს, ედვარდმა ჰენრის დაკარგვის თაობაზე განაცხადა, რაღაც დროის შემდეგ ედვარდმა, ავგუსტამ და ორმა პოლიციის თანამშრომელმა იპოვეს ჰენრის ცხედარი. ერთი შეხედვით ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ჰენრის გულმა დაარტყა, რადგან მის სხეულზე დამწვრობა ან ჭრილობა არ ჩანდა, მოგვიანებით დაადგინეს, რომ გარდაცვალების მიზეზი გაგუდვა იყო, პოლიციის თანამშრომლებმა იეჭვეს, რომ ედვარდი შეიძლებოდა ყოფილიყო ძმის მკვლელი, მაგრამ ბრალდება არ წაუყენეს და ჰენრის სიკვდილი უბედურ შემთხვევას მიაწერეს.
ჰენრის გარდაცვალების შემდეგ ავგუსტამ შეტევა მიიღ, შედეგად კი ის საწოლს მიეჯაჭვა, ედი მას უვლიდა და ყურადღებას არ აკლებდა, მაგრამ ავგუსტა მაინც უკმაყოფილო იყო, ის მუდმივად უყვიროდა შვილს და უიღბლოს და საცოდავს ეძახდა, ზოგჯერ ის უფლებას რთავდა ღამე მის გვერდზე დაწოლილიყო. ავგუსტა გამოკეთდა, მაგრამ მოგვიანებით ხელმეორედ მიიღო შეტევა, რომელმაც მისი სიცოცხლე დაასრულა, ეს მოხდა 1945 წლის 29 დეკემბერს, 67 წლის ასაკში.

ედი სრულიად მარტო დარჩა ფერმაში, მან დაიწყო წიგნების კითხვა, კერძოდ ანატომია და ისტორიები ნაცისტების მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სისასტიკეებზე, ასევე ის ეცნობოდა ინფორმაციას ექსგუმაციაზე და უყვარდა ადგილობრივი გაზეთის კითხვა, კერძოდ ნეკროლოგების განყოფილება. მეზობლები ედს გიჟად არ თვლიდნენ, უბრალოდ ცოტაუ უცნაურ ადამიანად მიიჩნევდნენ და ბავშვების გვერდზე ყოფნის უფლებას რთავდნენ, ედი კი მათ მიღებულ ცოდნას უზიარებდა. ცოტახანში ედი თეორიიდან პრაკტიკაზე გადადის და ღამე გადის სასაფლაოზე, თხრის საფლავებს და კვეთს ცხედრებს, მას განსაკუთრებით ახალ დამარხული ქალების ცხედრები მოსწონდა, თუმცა ის ნეკროფილიის ფაქტს უარყოფდა და ამბობდა რომ სექსუალური კავშირი არ ჰქონდა, რადგან მათ ცუდი სუნი უდიოდათ. ზოგიერთი ნაწილი გეინს სახლში მიჰქონდა და ცოტახანში მას შეუგროვდება კოლექცია თავის ქალებისა და მოჭრილი თავების, რომლებსაც ის კედელზე კიდებდა, ასევე გეინმა შეიკერა მოსასხამი ქალთა კანისგან რომელსაცის სახლში ატარებდა.


1954 წლის 8 დეკემბერს, ედი მოკლავს ადგილობრივი ტავერნის მფლობელს, მერი ხოგანს. ედი შეძლებს და ქალის სხეულს მთლიან ქალაქში გადაიტანს და შეუმჩნევლად მიიტანს სახლამდე. მოგვიანებით ედი ხუმრობით იტყვის, რომ ის მასთან სტუმრად გაჩერდა ცოტახნით, მაგრამ ეს ხუმრობა არავის მოეწონება, რადგან მერის ნომერში მათ სისხლის გუბე დახვდათ.
1957 წლის 16 ნოემბერს, უკვალოდ ქრება 58 წლის ქვრივი, ბერნის უორდენი. მოგვიანებით უორდენის ვაჟი დაბრუნდება ნადირობიდან და ნახავს, რომ დედა სახლში არაა, ხოლო კარებები ღიაა და დაინახავს სისხლის კვალს, რაც მას ძლიერ შეაშინებს და გაიქცევა სახლის უკანა კარებთან სადაც ნახავ მიღების ბარათს ედ გეინის სახელზე. პოლიცია გადაწყვეტს გეინის გაჩხრეკას და სწრაფადვე ნახავენ ბერნის უორდენის გამოფატრულ და დასახიჩრებულ სხეულს, მათ წინ კიდევ უფრო საზარეი სანახაობა ელოდათ, სახლი ყარდა, ხოლო კედლებზე ადამიანის თავსიქალები და მოჭრილი თავები ეკიდა, ასევე მათ აღმოაჩინეს კარადა გატენილი ადმიანის კანისგან შეკერილი ტანისამოსით, ასევე აღმოაჩენენ სავარძელს ადმიანის ტყავით გადაკრულს, ქამარს ქალის ძუძუს თავებისგან გაკეთებულს და თავისქალისგან გაკეთებულ ჯამს, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო, მაცივარი გატენილი იყო ადამიანის ორგანოებით, მოგვიანებით გეინმა აღიარა, რომ ცდილობდა ამოეთხარა მისი დედის მსგავსი, საშუალო ასაკის ქალები.

გეინმა აღიარა ორი ქალის მკვლელობა. სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, ბავშვები გეინის სახლს ქვებს ესროდნენ, ხოლო მოსახლეობა თავს არიდებდა ამ სახლს, რადგან ცოდვების ბუდედ მიიჩნევდნენ. მოგვიანებით გადაწყდა სახლის აუქციონზე გაყიდვა, მაგრამ ხალხი წინააღმდეგი იყო და რაღაც უცნაური მოვლენის წყალობით სახლი დაიწვა, პოლიციას ჰქონდა ვერსია, რომ ვიღაცამ ცეცხხლი წაუიკიდა, მაგრამ დამნაშავე მაინცვერ იპოვეს, გეინმა კი მხოლოდ ერთი ფრაზა თქვა: ”ასეც უნდა მომხდარიყო”.


ედ გეინის მანქანა აუქციონზე გაიყიდა, მისთვის 14 კაცი იბრძოდა და ბოლოს ერთ-ერთი მათგანის საკუთრებაში გადავიდა, რომელმაც იმ დროისთვის დიდი ფული, 760 დოლარი გადაიხადა. მოგვიანებით გეინის მანქანა გამოფენაზე გამოიყვანეს, მის სანახავად 2000 კაცი მოვიდა და 25 ცენტის საფასურად უყურებდნენ გეინის მანქანას.

სასამართლოს პროცესის თანახმად, გეინი გამოაცხადეს გიჟად და მიესაჯა მკურნალობა ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომელიც გამოუსწორებელი პატიმრებისთვის იყო. 1968 წელს ექიმმა გადაწყვიტა, რომ გეინი უკვე ნორმალური იყო და შეეძლო სასამართლოზე გამოსვლა, მოსამართლემ ის დამნაშავედ გამოაცხადა, მაგრამ რაოდენც მას თავდაპირველად გიჟის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, ის თავის ცხოვრებას ფსიქიატრიულ კინიკაში გაატარებდა, სადაც ის გარდაიცვალა 1984 წლის 26 ივნის, გულის გაჩერებით, რომელიც კიბოთი იყო გამოწვეული, ის დაკრძალეს მშობლების და ძმის გვერდზე. გეინის ქვა ბევრჯერ გატეხეს სუვენირებზე მონადირეებმა, ხოლო ერთხელ მთლიანად ქვა მოიპარეს, შემდეგი მთავრობამ აღადგინა ქვა და შერიფს ჩააბარეს მისახედად.

Წყარო: psychotic mind

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •