პური

ლარის გაუფასურების პარალელურად სპეციალისტები ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ფასების მატებას ვარაუდობენ.

დოლარს კურსის ცვლილების გაგრძელების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ პურის ფასი გაიზრდება.

„თუ კურსის სერიოზული ცვლილება გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ფასი ფქვილზე შეიცვლება. პირველ ეტაპზე ალბათ, 2 ლარით მოიმატებს. ჩვენ გვაქვს იმპორტირებული ხორბალი, შემოტანის შემდეგ ხდება რეალიზაცია ლარში და ამონაგებით უკვე გაძვირებულ დოლარს ვყიდულობთ. თუ კი ადრე, 2,75 კურსით ვყიდულობდით, დღეს ვყიდულობთ – 2.90 ზე. წისქილკომბინატები ჯერჯერობით ძველი მარაგების ხარჯზე ახერხებენ ფასის შენარჩუნებას. ფქვილპროდუქტების ფასმა გასული წლის დეკემბერში მოიმატა. მაშინ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 11 ლარით გაძვირდა და 48 ლარი გახდა”, – განაცხადა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.

პრაიმტაიმი

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •