პოლიცია

უბედურ შემთხვევას დედოფლისწყაროში 62 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის ქვეშ მოყვა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ის მანქანის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც სატვირთო მანქანის ამწედადან ჩამოვარდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •