სხეულის ენა, ანუ როგორ გამოვიცნოთ რას ფიქრობს ჩვენი პარტნიორი?

164
ჟესტები

კომუნიკაციას სიტყვების გარეშე, ხმის ტონის, მანერების, გამომეტყველების, გარეგნობის, პოზის, ჩაცმისა და ურთიერთობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით, ყოველდღიურ ურთიერთობაში უდიდესი როლი ენიჭება.
სხეულის ენაში-არავერბალური კომუნიკაციაში გამოიყენება ნებისმიერი სიმბოლოები გარდა სიტყვებისა, თუმცა, ისინი სიტყვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
არავერბალური კომუნიკაცია უფრო ადრეულია, ვიდრე ვერბალური; ადამიანები მეტყველების დაწყებადე ურთიერთობებისათვის არავერბალურ კომუნიკაციას იყენებდნენ.
კომუნიკაციისათვის საჭიროა ვიცნობდეთ სხეულის ენას, რათა წავიკითხოთ ჩვენი მოსაუბრის არავერბალური ინფორმაცია ანუ გვესმოდეს სხეულის ენა და ამით გავიგოთ მოსაუბრის მდგომარეობა.
არსებობს არავერბალური კომუნიკაციის რამოდენიმე ხერხი, რომლითაც შეგვიძლია გამოვიცნოთ პარტნიორის ემოციური მდგომარეობა:

დაცვისა და ჩაკეტილობის ჟესტები-პარტნიორი საფრთხეს გრძნობს, მუქარას ხედავს, ან არ არის თქვენთან გახსნილი; დამახასიათებელი მდგომარეობაა: გადაჯვარედინებული ხელები ან ფეხის ფეხზეგადადება.

ეჭვისა და დაურწმუნებლობის ჟესტები: მარჯვენა ხელით ბიბილოს, თმის ან კისრის უკანა ნაწილის მოქექვა; ცხვირთან შეხება, ან მსუბუქი მოფხანვა.

უყურადღებობის ჟესტები: ყურის მოფხანვა, კარისაკენ მიტრიალება, კალმის ნერვული კაკუნი, მზერის გადატანა სხვა რამეზე.


ntermedia.ge