სოცქსელმა იცის მომხმარებელთა ინტიმური მონაცემები, მათ შორის ისიც, თუ როდის აქვთ მათ სექსი. ამის შესახებ Privacy International-ის კვლევაში წერია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

PI-მ შეისწავლა რამდენიმე აპლიკაცია, რომელიც ქალის ციკლისთვის არის შექმნილი, რათა გაერკვია თუ რა სახის ინფორმაციას ფლობს ფეისბუკი მომხმარებელთა შესახებ. 

შედეგად გაირკვა, რომ სოციალური ქსელის გიგანტს აქვს მონაცემები: რა სახის კონტრაცეპტივს იყენებს მომხმარებელი, როდის აქვს მენსტრუალური ციკლი და როგორია ციკლის სიმპტომები. ამ საკითხზე კვლევის დაწყების შემდეგ, ერთ-ერთმა აპლიკაციამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების პოლიტიკა შეცვალა. 

მენსტრუალური ციკლის შესახებ აპლიკაციები ყველაზე ინტიმურ მონაცემებს აგროვებენ – დაწყებული ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ასევე სექსის და წინა პერიოდის განწყობის შესახებ, დამთავრებული იმ საკვებისა და სასმელის ჩათვლით, რასაც მომხმარებელი იღებს, მონაცემებს შორის ის ინფორმაციაც კი არის თუ რომელ ჰიგიენურ საშუალებებს იყენებს მომხმარებელი. 

ამათზე დაყრდნობით აპლიკაცია ადამიანს ინფორმაციას აწვდის იმ დღეების შესახებ, როდესაც მეტნაკლებად განაყოფიერებისთვის მზად არის, ან როდის ელოდოს შემდეგ მენსტრუალურ ციკლს. 

ფეისბუქიდან თან ამ მონაცემების გაზიარება ხდება სოციალური მედიის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ნაკრების საშუალებით (SDK) – ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც პროგრამები შეიძლება გამოიყენონ სარეკლამო რგოლებით ფულის გამომუშავებაში, ასევე მომხმარებლებისთვის მათზე გათვლილი პერსონალური რეკლამებით უზრუნველყოფაში.

PI-მ კვლევისას დაადგინა, რომ მენსტრუალური ციკლის ყველაზე პოპულარული აპლიკაციები Period Tracker-ი, Period Track Flo და Clue Period Tracker-ი Facebook-თან მონაცემებს არ ცვლიან. მაგრამ სხვა აპლიკაციები, მაგალითად Maya by Plackal Tech (რომელიც 5 მილიონზე მეტ მომხმარებელს აქვს ჩამოწერილი მობილურში), MIA by Mobapp Development Limited (1 მილიონი ჩამოწერა Google Play-ზე), და My Period Tracker by Linchpin Health (1 მილიონზე მეტი ჩამოწერა) Facebook-თან მომხმარებელთა მონაცემებს აზიარებე

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •