სკოლებში ქართული ფოლკლორისა და საგალობლების შესწავლა სავალდებულო იქნება

63
მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ მუზეუმში მეტად საინტერესო საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართელოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მას რამდენიმე დღის წინ მიმართა სკოლებში საგალობლების სწავლების შესახებ.

„შესაბამისად, ჩვენი სურვილი და მოწოდება არის ის, რომ საქართველოში, ყველგან, ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის ჩვენი უნიკალური საგალობლები”, – აღნიშნა პრემიერმა.