მარია ჟოზეფინ როუზ ტაშე დე ლა პაჟერი ან უბრალოდ ჟოზეფინა, როგორც მას მთელი მსოფლიო იცნობს, დაიბადა კარიბის ზღვაში მდებარე არტინიკის კუნძულზე ფრანგი პლანტატორის ოჯახში. ლეგენდის თანახმად, რომელსაც თავად ჟოზეფინა უყვებოდა ყველას, ბავშვობაში მას ერთმა მოხუცმა ბოშამ უმკითხავა და უთხრა, რომ ის გახდებოდა ”უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ დედოფალი”.


Ის ორჯერ გათხოვდა, პირველად
ვიკონტ ალექსანდრ დე ბოგარნესზე,
Მეორედ კი ნაპოლეონ ბინაპარტეს გაყვა ცოლად.
ტემპერამენტიანი ჟოზეფინა პირველ ქმართან დაშორების შემდეგ ხელთათმანებივით იცვლიდა საყვარლებს. მალე მან ახალი მფარველი იპოვა ვიკონტ ბარასის სახით. საყვარელმა ქალს პარიზში ბინა უქირავა და ყველა მის ხარჯს ფარავდა, ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ჟოზეფინა ნაპოლეონს არ შეხვდა.

წყვილი ერთმანეთს 1795 წელს შეხვდა. 32 წლის ჟოზეფინამ უახლოესი მეგობრის ტერეზა ტალიენის სალონში 26 წლის გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტე გაიცნო. იმ დროისათვის მომავალი იმპერატორი ჯერ მხოლოდ რევოლუციური არმიის ერთ-ერთი ნიჭიერი და პერსპექტიული ოფიცერი იყო, რომელიც ჭკვიანურად ახშობდა როიალისტების აჯანყებებს.

გენერალი ბონაპარტე მოხიბლული დარჩა მშვენიერი ჟოზეფინათი და მხურვალედ შეუყვარდა ის. ქალს ახალი კავალერი მომხიბვლელი და სანდომიანი ეჩვენა, თუმცა წინა საყვარლებისაგან განსხვავებით, ნაპოლეონს არ ძალუძდა ქალის ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილება.
მაგრამ ნაპოლეონს სულაც არ სურდა ჟოზეფინას საყვარლობა, მან ხელი და გული შესთავაზა ქალს და ცოლობა თხოვა, თან დაპირდა, რომ მის შვილებს მამობას გაუწევდა. ჟოზეფინამ ვერ გაუძლო ნაპოლეონის ჯიქურ შემოტევებს და დათანმდა.

წყვილი 1796 წლის 9 მარტს დაქორწინდა.
ჟოზეფინამ თითზე მოირგო ულამაზესი ბეჭედი წარწერით: „ეს იღბალია“. რეგისტრაციის აქტში ჩაწერეს, რომ საქმრო 28 წლის იყო, ხოლო საცოლე – 29-ის. სინამდვილეში, ამ დროს ნაპოლეონი 26 წლისა გახლდათ, ხოლო ჟოზეფინა – 32-ის. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ პერსპექტიული გენერალი საფრანგეთის იმპერატორი და ევროპაში ძალაუფლების განმსაზღვრელი გახდებოდა.
1804 წელს ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერატორი გახდა და ჟოზეფინას თავზე დედოფლის გვირგვინი დაადგა. ასე რომ, მოხუცი ბოშას წინასწარმეტყველება ახდა.
Მათი ქორწინება განშორებით დასრულდა, მაგრამ ნაპოლეონს პირველი ცოლი ძალიან უყვარდა. Მან ვერ შეძლო გაეჩინა მემკვიდრე, მის ცხოვრებაში კი მრავლად იყვნენ საყვარლები. Ამ ყველაფერმა ქორწინებას წარუმატებელი დასასრული არგუნა. Მიუხედავად ყველაფრისა ნაპოლეონი ხშირად წერდა ცოლს წერილებს.

ნაპოლეონი – ჟოზეფინას მილანიდან

წერილი გაგზავნილია 1796 წლის 13 ოქტომბერ ვერონაში:

“მე აღარ მიყვარხარ! _ პირიქით! მე მძულხარ შენ. შენ ხარ ყველაზე საშინელი, სულელი და გულუბრყვილო ქალი ვისაც კი ვიცნობ. შენ მე საერთოდ არ მწერ! შენ არ გიყვარს საკუთარი მეუღლე. შენ მშვენივრად იცი რა რიგ აბედნიერებენ შენი მოწერილი ყოველი სიტყვა მას და შენ თავს იმითაც არ იწუხებ, რომ რამოდენიმე ასო დაჯღაბნო ფურცელზე მისთვის.
და საინტერესოა რითი ხართ დაკავებული ქალბატონო. რამ გათანგა თქვენი ნაზი ხელები, ისე, რომ მათ მელნის გახუნებულ ქაღალდზე გავლებაც არ შეუძლიათ? ნუთუ ეს თქვენი ახალი თაყვანისმცემელია, ის ვინც გადამეღობა გზაზე და არ გაძლევთ საშუალებას შეასრულოთ ღვთის წინაშე დადებული ფიცი გიყვარდეთ სამარადისოდ. მე და მხოლოდ მე!
დიდი სიფრთხილე გამოიჩინე ჟოზეფინა _ ერთ დღესაც მე შემოვამტვრევ შენი დარბაზის კარებს და წავსდგები შენს წინაშე, შენი საყვარელი და გულითადი მეგობარი.
სინამდვილეში კი, მე შენი სიჩუმე მაწუხებს ყველაზე მეტად, ყველა იმ ახალგაზრდა ჭაბუკზე მეტად, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა წყალობით შესწევთ ძალა შეეხონ თქვენს სუფთა გულს და შეცვალონ მისი ძგერის სიჩქარე, ისე, როგოც ამას მე ვაკეთებდი ერთ დროს. მომწერე! გაიმეტე ჩემთვის სულ ოთხინ ხაზი. გამაგებინე იმ ამბავთა სინამდვილე, რომლებიც დატრიალდნენ შენ თავს. მე კი გპირდები, მალე შენთან დავბრუნდები და მაგრად მოგაქცევ ჩემს მკლავებში. დაგფარავ კოცნით, ისეთი ცხელით, როგორი ცხელიც მზის სხივებია ეკვატორზე”.

1796 წ 3 აპრილი

“ჩემო ერთადერთო ჟოზეფინა, შენგან მოშორებულს მთელი სამყარო უდაბნოდ მეჩვენება, რომელშიც მე მარტო ვარ….შენ ჩემი სიყვარული დაიპყარი და უფრო მეტიც, შენ ჩემი ერთადერთი ფიქრი ხარ. როცა მომბეზრდებიან მოსაწყენი არსებანი, ადამიანები, რომ ჰქვიათ, როცა მზად ვარ სიცოცხლე დავწყევლო, – ხელს გულზე დავიდებ. იქ შენი ხატება მაქვს, ვუყურებ მას. სიყვარული ჩეთვის აბსოლიტური ბედნიერებაა. რა ჯადოთი შეძელი დაგემორჩილებინა მთელი ჩემი უნარი და მთელი ჩემი სულიერი ცხოვრება მხოლოდ შენზე შეგეჩერებინა???
სიცოცხლე ჟოზეფინასთვის!!!
აი მთელი ჩემი სიცოცხლის ისტორია! სიკვდილი ისე, რომ შენი სიყვარულით არ დავტკბე, ჯოჯოხეთური წამებაა, ესაა სრული განადგურების ნამდვილი სახე. ჩემო ერთადერთო მეგობარო, ბედისაგან რჩეულო, რათა ერთად გავიაროთ ცხოვრების მთელი გზა… იმ დღეს როცა ჩემი აღარ იქნები, სამყარო ჩემთვის მთელს თავის მშვენიერებას დაჰკარგავს!”

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •