ჰიპოთალამუსი

სექსუალური განათლების შესახებ გადაღებული ვიდეოგაკვეთილების ავტორი თავდასხმის ობიექტი გახდა. გენდერის მკვლევარი ხატია ახალია ყოველდღიურად მისი მისამართით წამოსულ უამრავ ლანძღვას თუ პირად მუქარას იღებს.

ორგანიზაცია განათლების და შრომის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ინტერნეტსივრცეში სექსუალური განათლების შესახებ მომზადებული ვიდეოგაკვეთილები განათავსა. მას გაუპატიურებით ემუქრებიან.

ხატია ახალაია ამბობს, რომ ამ მუქარის შემდეგ სახლის დატოვების ეშინია. ეშინია, რომ მას და მის ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდებიან.

ხატია ახალაია განმარტავს, რომ  აქედან გაჩნდა ვიდეოგაკვეთილების იდეა, რათა მოზარდებმა ინტერესი სწორად მიწოდებული ინფორმაციით დაიკმაყოფილონ.

რუსთავი2

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •