ადამიანის ცხოვრება ბედნიერების დაუსრულებელი ძიებაა. ყველას გვსურს ბედნიერება, კეთილდღეობა და სასურველის მიღწევას სხვადასხვა მეთოდებით ვცდილობთ.

როგორ ფიქრობთ, რა არის ბედნიერების საიდუმლო? – თუ თქვენი პასუხებია ქორწინება, ჯანსაღი კვება, შვილები, მოგზაურობა, გეტყვით, რომ ყველა მათგანი მცდარია და რეალურად ადამიანის ბედნიერებისთვის სულ სხვა რამაა საჭირო.

ბედნიერებისთვის ორი რამ გჭირდებათ – სექსი და ძილი. სწორედ ამ დაკვნამდე მივიდნენ ოქსფორდის უნივერისტეტის პროფესორები, რომლებმაც ნამდვილი ბედნიერების გასაღების მოსაძებნად სპეციალური კვლევა ჩაატარეს.

მათ კვლევაში მონაწილე ადამიანების ბედნიერების ინდექსი განსაზღვრეს.

კვლევის თანახმად, სექსი და დახუჭული თვალები არის ის უმნიშვნელოვანესი ორი რამ, რასაც უკავშირდება ადამიანის კეთილდღეობა.

მათთანაა დაკავშირებული ჯანმრთელობა და პოზიტიური აზროვნების შესაძლებლობა.

აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც სძინავთ უშფოთველად და რეკომენდებული საათების განმავლობაში (8 საათი დღე-ღამეში) 15 ქულით უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ ბედნიერების ინდექსში დანარჩენებზე.

ის ადმიანები კი, რომლებსაც სექსუალური თვალსაზრისით პრობლემები პრობლემები აქვთ, ბედნიერების უფრო დაბალ ხარისხს ავლენენ.

trend.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •