სამივე შვილი დააძინა და გვიან ღამით თავი მოიკლა

81

სამი მცირეწვლოვანი ბავშვი უდედოდ დარჩა… ტრაგედია, რომელიც ლამიაში გუშინ გვიან ღამით დატრიალდა, ენით აღუწერელია. ქალი საკუთარმა ქმარმა იპოვა.

უცნობია, თუ რამ მიაღებინა 44 წლის ბერძენ ქალს სიცოცხლის დასრულების გადაწყვეტილება. მან თავისი სამი შვილი ჩვეულებისამებრ დააძინა და შემდეგ სახლის პირველ სართულზე თავი ჩამოიხრჩო.

როცა მისი მეუღლე ღამის 02:00 საათისთვის სამსახურიდან დაბრუნდა, ცოლი თოკზე ჩამოკიდებული ნახა.

მამაკაცი შოკურ მდგომარეობაშია არა მხოლოდ მეუღლის გარდაცვალების, არამედ, იმის გამოც, რომ სამი შვილი დედის გარეშე დარჩა და არ იცის, როგორ აუხსნას, თუ რა ტრაგედია დაატყდათ თავს.

წყარო: https://georgians.gr