სეილემი ეს არის ქალაქი მასაჩუსეტსის შტატშტი,ჩრდილოეთ შორის რეგიონში,ასევე მოიხსენებენ,როგორც ”ახალ ინგლისს”,ქალაქი მოსახლეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული რელიგიურობით (პურიტანები).სეილემში მდგომ ძველ სახლებს თითქოს შემორჩენილი აქვს ის მისტიკა რაც ჰქონდა გასულ საუკუნეებში და რითაც გაითქვა სახელი მსოფლიოს მასშტაბით,იქ თითქმის არაფერი შეცვლილა და ძველ იერსახეს ინარჩუნებს,ამიტომ ეს ადგილი უფრო მეტად მისტიური და საინტერესო ხდება.აქ უამრავი ტურიტსტი ჩადის სეილემის იმ ისტორიის სრულყოფილად მოსასმენად,რასაც ახლა წაიკითხავთ.

რა მოხდა სეილემში და რატომ უნდა ვიცოდეთ ეს ისტორია?


ქალაქ სეილემში 1692-1693 წლებში გაიმართა ყველაზე მასშტაბური და ყველაზე სამარცხვინო პროცესი მსოფლიოს სასამართლოების ისტორიაში.ამას ფსიქოლოგების ენაზე ეწოდება ”მასობრივი ისტერია” რასაც 20 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მოკლედ,ყველაფერი დაიწყო ასე,სეილემში გავრცელდა ეპიდემიები,წითურა,ჭირი და ა.შ,მორწმუნე ხალხი კი მხოლოდ ერთ კითხვას სვამდა ”რისთვის გვსჯის ღმერთი ასე?!რა დავაშავეთ?” , მოსახლეობას ღრმად სწამდა რომ ისინი რაღაცას აშავებდნენ და იქ სადაც არის ღმერთი,ჩასაფრებული იყო ეშმაკიც.

ყველაფერი კი ასე გაგრძელდა.გავლენიანი პასტორის ოჯახში დაიწყო უცნაური მოვლენები,უილიამ პერისის უმცროსი ქალიშვილი 10 წლის ელიზაბეტ პერისი კრუნჩხვებში ვარდებოდა და არა ადამიანურ ხმებს გამოსცემდა,ისეთს თითქოს მას რაღაც ჰყავდა ჩასახლებული,შემდეგ იგივე ნიშნები სხვა გოგონას,12 წლის აბიგაილ უორისს გამოუვლინდა,რა თქმა უნდა გოგონებს მოუყვანეს ქალაქში ყველაზე ცნობილი ექიმი უილიამ გრიგსი,ექიმი ცოტახანს დააკვირდა მათ ქცევას და გადაჭრით თქვა,რომ არ იყო აქ სხვა ნიშნები გარდა ეშმაკით შეპყრობისა,ამის მაგალითად კი მოიყვანა წიგნში წაკითხული იგივე შემთხვევა,ასევე დააყოლა რომ მან იცოდა ქალაქში მომრავლებული ჯადოქრების შესახებ.

გოგონებს წაუკითხეს კვეთებულის ლოცვა მაგრამ,ამაზე მათ უფრო უარესი რეაქცია ქონდათ.გადაწყდა რომ უნდა ეპოვათ ამ საქმეში მთავარი დამნაშავე,ის ვინც გოგოებს ჯადო გაუკეთა და გოგოებმაც მაშინვე დაადეს ხელი ტიტუბას,ანუ მათი ოჯახის შავკანიან მონას,მოსახლეობამაც დაიჯერა ბავშვების ნათქვამი,ვინაიდან ტიტუბა იყო ბარბადოსიდან ჩამოყვანილი და ის ხშირად ესაუბრებოდა გოგონებს ”ვუდუს” მაგიაზე,ტიტუბა იყო პირველი ვინც დასაჯეს სიკვდილით.

ქალაქში მასობრივი ისტერია გავრცელდა,პატარა გოგონები ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდნენ ცუდად,უჩნდებოდათ იგივე სიმპტომები რაც პერისს და უორისს,ქალაქს მოედო ”ჯადოქრების შიში”.ტიტუბას შემდეგ დასაჯეს კიდევ ორი ქალი,რომლებიც იყვნენ პერისების მეზობლები,მიზეზად კი დაასახელეს,რომ ისინი თითქმის არ დადიოდნენ ეკლესიაში და უსათუოდ იქნებოდნენ ამ საქმეში ჩართულები.გოგონებმა არ იკმარეს 4 ადამიანის დადანაშაულება და გადასწვდნენ ყველას ვინც თვალში არ ხვდებოდათ,მათ შორის იყო 4 წლის გოგონა,რომელსაც სასამართლოში ასე მიმართეს: ”აღიარე რომ ჯადოქარი ხარ და ჩვენ გაგიშვებთ შენს დედიკოსთან” – რა თქმა უნდა,ბავშვმა დაბნეულობისგან ”აღიარა” ჯადოქრობა.დანარჩენებზე კი ვერ იმოქმედა ვერანაირმა ზეწოლამ და ისინი უარყოფდნენ ბრალდებას,ამის შემხედვარე გოგონები ვარდებოდნენ კრუნჩხვებში და არა ადამიანურ ხმაზე ყვიროდნენ ”დასაჯეთ ისინი,ხედავთ რას გვიშვრება მათი ძალა?!” და სასამართლომაც დასაჯა ”დამნაშავეები”. სეილემში გამეფებული იყო პატრიარქატი,რაც ნიშნავს რომ ყველა ქალი ემორჩილებოდა მამაკაცს,თუმცა 12 წლის გოგონებმა მოახერხეს იმდენი,რომ მთელი ქალაქი მათ დამორჩილებოდათ.ბრალს უყენებდნენ ყველას ვისშიც ოდნავაც კი ეჭვი ეპარებოდათ,ვისაც ჩხრეკისას უპოვიდნენ რაიმე ნივთს,რომელიც მანამდე არ ქონდათ ნანახი.

ბავშვების ბრალდებებმა კატასტროფულ შედეგებს მიაღწია,ადამიანებში დაიკარგა ერთმანეთის ნდობა გაჩნდა მასობრივი ისტერია.ყოველ მესამე დღეს იმართებოდა სასამართლოები,ქალები ერთმანეთს დებდნენ ბრალს ჯადოქრობაში,ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.ბრალს უყენებდნენ იმასაც ვინც იტყოდა,რომ პატარა გოგონები შესაძლოა იტყუებოდნენ.

სეილემში ცხოვრობდა ერთი ასეთი ადამიანი ჯონ პროქტორი,რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა გოგონების აზრს და სასამართლოს არ ეთანხმებოდა ადამიანების სიკვდილით დასჯაში.ჯონის ერთ-ერთმა მონამ მერი უორონმა შეიტყო ქალაქში მიმდინარე ამბების შესახებ და ისიც ”დაავადდა” გოგონების დაავადებით,ჯონმა რა თქმა უნდა შეამჩნია ეს ყველაფერი და თავის მონას უთხრა,რომ შეეწყვიტა ის სისულელე რაც წამოიწყო წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ქუჩაში დატოვებდა.მერიც წავიდა სასამართლოში და უჩივლა ჯონ პროქტორს და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

გოგონებმა ვერც კი წარმოიდგინეს რა მოყვა მათ ქმედებას,მთელი ქალაქი ერთმანეთს ჯადოქრობაში წამებდა ცილს,200-მდე ადამიანს დაედო უსაფუძვლო ბრალი,მათ ხომ უბრალოდ ”გართობა” უნდოდათ და ვერ წარმოიდგინეს რა შედეგებამდე მივიდოდნენ.
პურიტანები საკმაოდ მკაცრად იცავდნენ რელიგიურ წესებს,ისინი სათამაშოებით თამაშის უფლებასაც არ აძლევდნენ ბავშვებს რადგან ეს არ მიაჩნდათ ეკლესიურ ქმედებად.

ყველაზე საოცარი კი ჯერ კიდევ წინ გვაქვს,მღვდელ ჯორჯ ბეროუზს ჯადოქრობაში ბრალი წაუყენა იმ ოჯახის შვილმა,რომელ ოჯახსაც მატერიალურად ეხმარებოდა.ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ჯორჯი აღიარეს დამნაშვედ და წაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად,როდესაც მას ბოლო სიტყვა მისცეს მღვდელმა თავიდან ბოლომდე წაიკითხა ლოცვა,რამაც გამოიწვია იქ მყოფი ხალხის აღტაცება: ,,ჯორჯი თუ ეშმაკთან შეკრულია ის ლოცვას ვერ წაიკითხავს,სასწრაფოდ ჩამოიყვანეთ ბრალდებული” -ეს წინადადება გაისმა ხალხში თუმცა,მოსამართლემ მოითხოვა მღვდელს ლოცვა უკუღმა წაეკითხა რაც ვერ მოახერხა და დიახ,ისიც ჩამოახრჩვეს.

როგორ დასრულდა სეილემის სასამართლოების სერია?


გუბერნატორმა უილიამ ფიბსმა,რომელმაც დანიშნა ეს სასამართლოები რატომღაც გადაწყვიტა,რომ ეს ყველაფერი იყო შეცდომა და მან შეცდომით დაუჯერა პატარა გოგონების მონაყოლს.ხალხიც რა თქმა უნდა აჰყვა გუბერნატორის ნათქვამს და მიხვდნენ,რომ ადამიანებში არ არსებობდა ისეთი შესაძლებლობები რასაც ისინი ჯადოქრებს უკავშირებდნენ.20 ადამიანი კი შეეწირა მასობრივ პარანოიას,200 ადამიანს დაედო ბრალი ჯადოქრობაში.

1957 წელს მასაჩუსეტსის შტატმა ოფიციალურად გამოაქვეყნა საბოდიშო წერილი ამ ფაქტთან დაკავშირებით.1992 წელს დაუდგეს მემორიალი მასობრივი ისტერიის შედეგად დაღუპულ 20 უდანაშაულო ადამიანს.

გოგონებმა მოიხადეს ოფიციალური ბოდიში,რადგან მათ ქმედებას შეეწირნენ ადამიანები,რომელთაც არაფერი დაუშვებიათ.რა თქმა უნდა ბოდიში ძალიან დაგვიანებული და სრულიად უსარგებლო იყო ამ სიტუაციაში.2001 წელს ამერიკამ ოფიციალურად აღიარა სიკვდილით დასჯილები,უდანაშაულო მსხვერპლებად (ეს მანამდეც ნათელი იყო).მსხვერპლების ოჯახებს გადაუხადეს თანხა,კომპენსაციის სახით.
21-ე საუკუნეში უკვე შეგვიძლია ვიცით რა არის ჰენტიგტონის დაავადება ან ლეტარული ენცეფალიტი,როდესაც ადამიანი გამოსცემს უცნაურ ხმებს,იკრუნჩხება,თვალები უტრიალდება და იქცევა არა ადეკვატურად,რა თქმა უნდა მე-17 საუკუნეში ამ სიმპტომების განკურნება არ იცოდნენ და ამას აბრალებდნენ ეშმაკის ჩასახლებას.თუმცა გოგონებს ეს დაავადება არ სჭირდათ,რადგან მათ უეცრად დაეწყოთ სიმპტომები და როდესაც ნახეს,რომ ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა გამოტყდნენ მათივე დანაშაულში.

სეილემის პროცესი დღეისობით ისწავლება ამერიკის ყველა სკოლაში და მას უკავშირდება უამრავი სხვა ლეგენდა.ჰოლივუდში არსებობს რამდენიმე ფილმი და სერიალი ამ შემთხვევაზე და ასევე კომპიუტერული თამაშებიც.

სიკვდილმისჯილთა სია:
Bridget Bishop
Sarah Good
Elizabeth Howe
Susannah Martin
Rebecca Nurse

Sarah Wildes
George Burroughs

Martha Carrier
John Willard
George Jacobs, Sr,
John Proctor

Alice Parker
Mary Parker
Ann Pudeator
Wilmot Redd
Margaret Scott

Samuel Wardwell
Martha Corey
Mary Easty
Giles Corey

რამდენიმე მათგანის ბოლო სიტყვები:

ჩემი სიცოცხლე ახლა თქვენს ხელშია”

ღმერთმა იცის რომ უდანაშაულო ვარ”

ო ღმერთო,გევედრები დამეხმარე”

მე აბსოლიტურად უდანაშაულო ვარ”

მხოლოდ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ვაღიარებდი”

თავს არ ვცნობ დამნაშავედ”

ჩემი სიკვდილის დღეს მე არ ვარ ჯადოქარი”

Წყარო:psychoticmind

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •