პოლიცია

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულთან.

მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, ორი მგზავრი კი დაშავდა.

სოფელ შილდაში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ლევან ხუციშვილის განმარტებით, მამაკაცი ქალაქ რუსთავიდან, სოფელ შილდაში მიემგზავრებოდა.

„სოფელში სამსახურიდან ბრუნდებოდა. ეს მძიმე შემთხვევაც მაშინ მოხდა“,- განმარტა ხუციშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •