მითია თუ რეალობა? ამაზე პასუხი არავის აქვს,მაგრამ ფაქტია , რომ რუსული ძილის ექსპერიმენტი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქაა კაცობრიობის ისტორიისთვის.

 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა მეცნიერები მუშაობდნენ აირის გამოგონებაზე ,რომელიც სტიმულატორის ფუნქციას შეასრულებდა და ჯარისკაცებს ძილი აღარ დასჭირდებოდათ.  მეცნიერებმა 5  საცდელი ობიექტი აირჩიეს. ობიექტები გერმანელი პატიმრები იყვნენ,რომელთაც თავისუფლებას დაპირდნენ ექსპერიმენტში მონაწილეობის სანაცვლოდ. პატიმრებს 1  თვე უნდა გაეძლოთ ძილის გარეშე ,შემდეგ კი  ნანატრ თავისუფლებას მიიღებდნენ.  მათ საუბარს,სუნთქვას აკვირდებოდნენ და აკონტროლებდნენ. 

  პირველი ხუთი დღე ექსპერიმენტი ნორმალურად მიმდინარეობდა, 5 დღის  მერე კი მათ დაიწყეს კამათი. პატიმრებს  პარანოიის ნიშნები აღენიშნებოდათ,შეწყვიტეს საუბარი და მიკროფონში ჩურჩული დაიწყეს.

მეათე დღეს ერთ-ერთმა მათგანმა დაიწყო ყვირილი, ოთახში გაუჩერებლად,სამი საათის განმავლობაში დარბოდა. პატიმარს ცოტახანში იოგები დაუზიანდა და ყვირილი შეწყდა. დანარჩენი ობიექტები ამას   ყურადღებას არ აქცევდნენ,შემდეგ კი მეორე პატიმარმაც დაიწყო ყვირილი. მათი ქმედება არალოგიკური გახდა,ხევდნენ წიგნებს , ნერწყვით ასველებდნენ ფურცლებს და  ერთმანეთში არ საუბრობრობდნენ. მომდევნო სამი დღე ეს ხმაურიც შეწყდა.

 მიუხედავად იმისა,რომ მათ სუნთქვას აკონტროლებდნენ და ყოველი მათგანი ცოცხალი იყო,სამი დღის მანძილზე ობიექტებს ხმა არ  ამოუღიათ ჟანგბადის ხარჯვის  მაჩვენებელი კი ძალიან მაღალი იყო, თითქოს ისინი გამუდმებით ვარჯიშობდენ.

მე-14 დღეს მეცნიერებმა გადაწყვიტეს პატიმართა შემოწმება,რადგან მათი ქმედება ზედმეტად უცნაური ხდებოდა. დამკვირვებლებმა ისინი გააფრთხილეს , რომ კარებს აღებდნენ და შეახსენეს რომ მხოლოდ თანამშრომლობის შედეგად მიიღებდნენ თავისუფლებას,მაგრამ პატიმრებმა უპასუხეს: „ჩვენ აღარ გვჭირდება თავისუფლება“.

კამერაში სუფთა ჰაერი შეუშვეს,რაც პატიმრებს არ მოეწონათ , ითხოვდნენ ექსპერიმენტალური აირის შეშვებას. კარი გახსნენს და  ის რაც იხილეს შემაშფოთებელი იყო. საკვების მარაგი თითქმის ხელუხლებელი იყო,პატიმრები საკუთარი ორგანოებით იკვებებოდნენ.  ყველგან სისხლი იყო ობიექტებს კი მთელი სხეული დასახიჩრებული ჰქონდათ.მათ დასაჭერად კამერაში ჯარისკაცები შეუშვეს,რომლებმაც იმხელა ტრამვა მიიღეს ,რომ ერთ-ერთმა მათგანმა თავიც კი მოიკლა.  პატიმრებიდან ერთი მკვდარი იყო დარჩენილი 4დან კი ერთი იქვე მოკვდა. დანარჩენი სამი შებოჭეს და  სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს. ოპერაციისას აღმოჩნდა ,რომ მათ ორგანოების ჭრა სიამოვნებდათ. მიუხედავად ყველაფრისა პატიმრებში დამკვირვებლებმა სამხედრო პოტენციალი დაინახეს და მოთხოვნა შეუსრულეს,ისევ დააპირეს კამერაში ჩაკეტვა,ამჯერად ელექტროენცეფალოგრამაზე შეერთებულები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ერთ-ერთმა ექიმმა ამის მოსმენისას ჯარისკაცს იარაღი ააცალა ,ჯერ მას ესროლა შემდეგ კი დამუნჯებულ ობიექტს. ექიმმა მეორე ობიექტიც მოკლა, შეშინებული იმეორებდა ,რომ კამერაში მათთან ერთად არ შევიდოდა. როდესაც მესამე ობიექტს მიუშვირა იარაღი და იყვირა: “რა ხარ შენ?”

პატიმარმა უპასუხა:

“ნუთუ შენ ასე მალე დაგავიწდა? ჩვენ ვართ თვენ. ჩვენ ვართ სიგიჟე, რომელიც იმალება თქვენში, რომელიც ცდილობს განთავისუფლებას . თავისი ცხოველური ნაწილი. ჩვენ ვართ ის, რასაც ემალებით ყოველ ღამე. ჩვენს პარალიზებას ცდილობთ,ემალებით თქვენს თავშესაფრებში, იქ სადაც ჩვენ არ შეგვიძლია შემოღწევა”.

მეცნიერმა სასხლეტს თითი გამოკრა და ობიექტს გულში ესროლა.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •