რომელი პროფესია უნდა აირჩიოთ აბიტურიენტებმა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

171

ვერძი

ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის იდეალური პროფესიაა, რაც უკავშირდება არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას, სპორტს, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობასა და მძღოლობას.

კურო

კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის საუკეთესოა: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ასევე, ხელოვნება, რეჟისურა, სამსახიობო, საესტრადო დარგი, კომენტატორობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა და საიუველირო საქმე.

ტყუპები

ტყუპებისთვის კარგია ადვოკატურა, ნოტარიუსი, სავაჭრო და კომერციული სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, მდივნის, კურიერის, თანამდებობა, ორატორობა, ფილოსოფია.

კირჩხიბი

კირჩხიბებმა პროფესიად უნდა აირჩიონ საქმე, რომელიც ნებისმიერი სითხის წარმოების ბიზნესს უკავშირდება, მედიცინის ფართო სპექტრი, ისტორია, ხელოვნების სფერო და მეზღვაურობა.

ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს წარმატებას მოუტანს საბანკო, ეკონომიკურ, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, ოქრომჭედლის, მხატვრის, რეჟისორის, მსახიობის, შოუმენისა და მზარეულის პროფესიები.

ქალწული

ქალწულები კარგი მასწავლებლები, ჟურნალისტები, ეკონომისტები, ბუღალტრები, დიეტოლოგები, პოლიგლოტები და იუველირები არიან.

სასწორი

სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები წარმატებულები არიან ყველა სფეროში, რომელიც ხელოვნებასა და დიზაინს უკავშირდება. ისინი კარგი მუსიკოსები, მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები, იურისტები, ელჩები, შუამავლები და ნოტარიუსები არიან.

მორიელი

მორიელისთვის სასურველია გახდე ქირურგი, სამხედრო პირი, ასტროლოგი, ასტრონომი, ოკულტისტი, ფიზიკოსი, ფარმაცევტი, სტილისტი, ოქრომჭედელი.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს წარმატებას მოუტანს: საგამომცემლო ინდუსტრია, უცხოეთთან საქმიანი კონტაქტები, სამართალდამცავი ორგანოები, იურისპრუდენცია, პოლიტოლოგია, თეოლოგია, პოლიგლოტობა.

თხის რქა

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის უმჯობესია პოლიტიკის ფართო სპექტრი, მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო სფეროში მოღვაწეობა, მანქანათმშენებლობა.

მერწყული

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის კარგია საგამომძიებლო სფერო, ფსიქოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, რეჟისურა, სახელმწიფო მრჩევლის პოსტი.

თევზები

თევზები კარგი სასულიერო პირები, ქიმიკოსები, ფსიქიატრები, კომპოზიტორები, ჰიპნოზიორები, ექიმები, ჟურნალისტები, ქველმოქმედები არიან.