როდის უნდა ჩავიფიქროთ სურვილი, თუ გვსურს, რომ ნამდვილად აგვიხდეს? – მრავალჯერ ნაცადი ხერხი

490

ადამიანები ხშირად წუხან, რომ სურვილები არ უხდებათ. საქმე ისაა, რომ ბევრმა მათგანმა უბრალოდ, სურვილის სწორად ჩაფიქრება არ იცის. სურვილი უნდა ჩაუთქვათ მთვარის დაბნელებას, სავსემთვარეობას ან ახალი მთვარის გამოჩენისას.  ამ სტატიაში მთვარის დაბნელებაზე ვისაუბრებთ. 

მთვარის დაბნელებისას წინ წამოიწევს ხოლმე პოლიტიკური მოვლენების სიმწვავე, შესაძლოა მან მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეთანხმებებს და ახალ წესრიგსაც დაუდოს საფუძველი. 

გარდა ამისა, დაბნელების ენერგეტიკა წინ წამოსწევს ხოლმე კოლექტივის, მეგობრების, საყოველთაო ძმობის, ჰუმანიზმისა და თანამშრომლობის საკითხებს. ამ დროს მათდაუნებურად ადამიანები დიდი ყურადღებით ეკიდებიან სხვის თავისუფლებას, იცავენ გონივრული ზღვარს ურთიერთობებში, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას არიან ფრთხლები. იმიტომ რომ, ალბათობა იმისა, შეხვიდეთ მწვავე პოლემიკაში ან თავად თქვენ მიმართ გამოავლინოს ვინმემ აგრესია ან ცინიზმი, საკმაოდ დიდია ხოლმე ამ პერიოდში.  მთვარის დაბნელებას განსაკუთრებული სიმწვავით გრძნობენ სუსტი სქესის წარმომადგენლები. ამიტომ გააკვირი არ არის, რომ ისინი სესიტიურები და პრეტენზიულები ხდებიან. 

არანაკლებ მოქმედებს დაბნელება ბავშვებზეც – როგორც წესი, პატარები ამ დღეებში უმართავები, აგრესიულები, ჭირვეულები და ზედმეტად ემოციურები არიან. 

მნიშვნელოვანია გაითვისწინოთ, რომ დაბნელებისას (პლუს-მინუს 3 დღე წინ და უკან) მაქსიმალურად შეიკავოთ თავი აგრესიის ნებისმიერი ფორმით გამოვლენისგან. ნუ აჰყვებით კონფლიქტსებს. ეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი ქმედებები და ნებისმიერი მოვლენა სიღრმისეულად გაანალიზოთ. იმიტომ რომ, ყველაფერი, რაც დაბნელებისას ხდება, როგორც წესი ადამიანების ცხოვრებაში გარკვეულ, კარმულ დანიშნულებას ატარებს. 

დაბნელების ენერგეტიკა შეგიძლიათ გასაოცარი ნაყოფიერებით გამოიყენოთ საკუთარი მომავლის, იდეებისა და სურვილების “დასაპროგრამებლად”. გახსოვდეთ, – დაბნელებისას სამყარო გაასმაგებული ძალითა და სისწრაფით ასრულებს ჩვენს სურვილს. ასე რომ იოცნებეთ, დაისახეთ მიზნები და ნუ დახარჯავთ დროს ნეგატივზე. სამყარო კანონზომიერია. ამიტომ ყველა თქვენი კეთილი ფიქრი და კეთილი საქმე უკან, ბუმერანგულად დაგიბრუნდებათ! 

astrologi.ambebi.ge