როგორ იტაცებენ ბავშვებს ორგანოების მოპოვების მიზნით – კადრები, რომლებმაც მსოფლიო აღაშფოთა

1872

სოციალურ ქსელში ჩინელი დედა წერდა, ”8 თვის გოგონა მყავს და მეშინია ბავშვთან ერთად სასეირნოდ გასვლა, ბავშვი არ გაიტაცონ”… 
ჩინეთი ბავშვების გატაცების სტატისტიკით ლიდერის პოზიციაზეა. წელიწადში 200 ათასი ბავშვი იკარგება. 2012 წელს ცნობილი გახდა 36-კაციანი ბანდის შესახებ, რომელსაც 223 ჩვილი ჰყავდა გატაცებული. ბანდის ლიდერი სიკვდილით დასაჯეს. 

ჩინეთში ჩვილების გატაცება იმდენად გახშირდა, რომ გამვლელი თვითმხილველები გულგრილი რჩებიან და გატაცებელს ხელს არ უშლიან ბავშვის მოტაცებაში. 
ცოტა ხნის წინ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ქალს, რომელმაც სამშობიაროდან 7 ბავშვი მოიპარა. ჩვენებაში წერია, რომ ექიმი მშობლებს არწმუნებდა, უარი ეთქვათ ჩვილზე, რადგან ის ავადმყოფი დაიბადა. ზოგიერთმა მშობელმა იეჭვა ექიმის საქციელი და პოლიციას დახმარებისთვის მიმართა. 6 ჩვილი, მათ შორის ტყუპი, უვნებლად ჩააბარეს მშობლებს. 
ბავშვების მოპარვის ორი მიზეზი არსებობს: პირველის თანახმად, ბავშვებს უშვილო წყვილები ყიდულობენ, რადგან ჩინეთში ოფიციალურად ბავშვის შვილად აყვანის პროცედურა იმდენად ძვირი ღირს, რომ ბინის ყიდვის თანხას უტოლდება. მაგალითისთვის, გოგონა ”შავ ბაზარზე” 60 ათასი იუანი (9,250 დოლარი), ხოლო ბიჭი 80 ათასი იუანი (12,350 ) ღირს. ადგილობრივების გარდა, ჩინელი ბავშვების შვილად
აყვანა უცხოელ წყვილებსაც სურთ. 
მეორე ვერსიით კი, ბავშვებს ორგანოების გამო იტაცებენ. ცოტა ხნის წინ ჩინელმა პოლიციელმა აღმოაჩინა სამალავი, სადაც ყინულის კონტეინერში ბავშვი იყო მოთავსებული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გამტაცებელი პატარა დონორს ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის ამზადებდა. გამტაცებელმა აღიარა, რომ ბავშვი ქუჩაში იპოვა და ცოცხლადვე გაყინა ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის.
ცნობილია შემთხვევა, როცა 6 წლის ბავშვი ქუჩიდან მოიპარეს, რათა მისი თვალები გამოეყენებინათ. ”ბავშვს მთელ ქალაქში ვეძებდით, როცა მივაგენით. სისხლით იყო მოთხვრილი და თავიდან ვერც კი შევამჩნიეთ, რომ თვალები არ ჰქონდა. ვიფიქრეთ, რომ თავი გაიტეხა, რას ვიფიქრებდით, თუ ასეთი ტრაგედია დაგვატყდა თავს”, – განაცხადა გატაცებული ბავშვის მამამ. საავადმყოფოში მისვლის შემდეგ ექიმმა დაადგინა, რომ ბავშვს ორივე თვალი ამოჭრილი ჰქონდა. 

ჩინეთში ტრანსპლანტაციას 1,5 მილიონი ავადმყოფი ელოდება და წელიწადში მხოლოდ 10 ათას პაციენტს უტარდება ორგანოების გადანერგვის ოპერაცია. იხილეთ ვიდეო: