მზიანი ამინდი-წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვირას, 28 აპრილს საქართველოში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.  27-29 აპრილს მომეტებული სითბოს ფონზე, ძირითადად საღამოს საათებში, საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში შესაძლოა მცირედით იწვიმოს.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24+28, აღმოსავლეთ საქართველოში კი +21+25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში ხოლო 27-29 აპრილს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე წვიმა მოვიდეს, თუმცა დღის განმავლობაში მზიანი ამინდი შენაჩუნდება, ტემპერატურაც მოიმატებს და +22+24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •