მზიანი ამინდი-წვიმიანი ამინდი

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დღეიდან თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ცივი ჰაერის მასებმა საქართველოს ტერიტორია დატოვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს +14 გრადუსი და უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 25 აპრილს +19 გრადუსს პროგნოზირებენ, 26-27 აპრილს ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება.

დედაქალაქ თბილისში დღეს +15 გრადუსი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 25 აპრილს +20 გრადუსი იქნება, 26-27 აპრილს ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება.

დასავლეთ საქართველოში 24 აპრილს +16 გრადუსი უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 25-26 აპრილს უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა +18 +21 გრადუსის ფარგლებში იქნება, 27 აპრილს +25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •