Ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას რობოტი “პეპერი” გააცნო. Როგორც მან აღნიშნა რობოტი სამომავლოდ covid19-ის დამარცხებაში დაეხმარებათ ექიმებს. “პეპერი” საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ის ქართულს ჯერ კიდევ სწავლობს.

“დღეს გვაქვს რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე პეპერი, რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან და სულ ახლახანს სწავლობს ქართულს. ის დაგვეხმარება სამომავლოდ Covid-19-ის დამარცხებაშიც. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში”, — განაცხადა ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ რობოტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •