ამერიკელი მსახიობი რიჩარდ ერდმანი გარდაიცვალა

94
რიჩარდ-ერდმანი

ამერიკელი მსახიობი რიჩარდ ერდმანი გარდაიცვალა. ის 93 წლის იყო. ამის შესახებ Variety წერს. 

ერდმანი ლოს-ანჯელესში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მედიის ცნობით, ბოლო დროს ის დემენციით იტანჯებოდა. 

კარიერის განმავლობაში მსახიობმა მონაწილეობა 160-ზე მეტ ფილმში მიიღო. ერდმანს პოპულარობა სერიალმა „საზოგადოებამ” მოუტანა.