რა ღირს და რომელი დიზაინერის ნამუშევარია სალომე ზურაბიშვილის ატმისფერი პალტო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა

336
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიმკვიდრა გემოვნებიანი ქალის იმიჯი.  სომხეთში ვიზიტისას ზურაბიშვილის ატმისფერმა პალტომ სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

როგორც „ინფო ფოსტალიონისთვის“ გახდა ცნობილი, ელეგანტური პალტო, რომელსაც ჩიტების ულამაზესი აპლიკაცია ამშვენებს, 500 ლარი ღირს და ის ქართველი დიზაინერის, ეკა ბალანჩივაძის ნამუშევარია. მისი შეძენა ვაკეში, ფალიაშვილის 66 ნომერში მდებარე სალონში შეიძლება.

როგორც დიზაინერი ამბობს, ეს პალტო მისი კოლექციიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობადი ნივთია.

„ქალბატონი სალომე თვითონ გვესტუმრა შოურუმში და შეიძინა ეს პალტო, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართველი დიზაინერებით ინტერესდება. იმედი მაქვს, მომეცემა საშუალება ინდივიდუალურად მისთვის შევქმნა სამოსი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან მოიხდენს“, – ამბობს ეკა ბალანჩივაძე „ინფო ფოსტალიონთან “ საუბრისას.