სტრესი

ქრონიკული სტრესი არა მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, არამედ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციობის დარღვევასაც იწვევს, მათ შორის უარყოფითად აისახება ქალის რეპროდუქციული სისტემის მუშაობაზე.
თუ ქალი მუდმივად სტრესშია, ნერვიულობს და შფოთავს, ჰორმონული ფონი ეცვლება, მისი ჰიპოთალამუსი (თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა) და თირკმელზედა ჯირკვლები იწყებენ დიდი რაოდენობით ისეთი ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც თრგუნავს ესტროგენებისა და პროგესტერონის (ქალის სასქესო ჰორმონების) გამომუშავებას (სინთეზს).

ძლიერმა ქრონიკულმა სტრესმა და დეპრესიამ შესაძლოა გამოწვიოს ამენორეა – მდგომარეობა, როდესაც ქალს 3-6 თვეზე მეტხანს უწყდება მენსტრუაცია.

ავტორი: თინათინ გოცაძე
წყარო: mkurnali.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •