რატომ მოკლა 18 წლის ბიჭმა 50 წლის მამინაცვალი – საზარელი შემთხვევა სენაკში

262
პოლიცია

სენაკში მკვლელობა მოხდა. 18 წლის ბიჭმა 50 წლის მამინაცვალი მოკლა. “ახალი ამბების” ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გარდაცვლილს  დანით მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ.

მეზობლების ინფორმაციით, გუშინ ჩხუბი ატყდა და კაცი ნახეს მკვადრი, ქალი კი, რომელიც ოჯახში ცხოვრობს გალეშილი მთვრალი იყო.