2000-იანების ახალგაზრდობას ნაკლები სექსი აქვს, ვიდრე 90-იანების. ამ დასკვნამდე ამერიკელი მკვლევარები მივიდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ უფრო თავისუფალი თაობის რეპუტაცია, სინამდვილეში ნაკლები სექსი აქვთ, ვიდრე მათ მშობლებს ან ბებია-ბაბუებს მათ ასაკში.“- აცხადებს ერთ-ერთი მკვლევარი ჯინ ტუენგე.

კვლევა 1989 წლიდან 2014 წლამდე ტარდებოდა სან ფრანცისკოსა და პენსილვანის უნივერსიტეტების მკვლევარების მიერ. 27 ათასი ადამიანის პასუხის საფუძველზე დადგინდა, რომ ორიათასიანი წლების შემდეგ ახალგაზრდებს სექსი წელწადში 51-ჯერ აქვთ, მაშნ როდესაც 90-იანების ახალგაზრდებს წელწადში 65-ჯერ ქონდათ.

მკვლევარების აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უფრო და უფრო ნაკლებ ახალგაზრდას ჰყავს რეგულარული პარტნიორი, ამასთან ორიათასიანების ახალგაზრდების სექსუალური პარტნიორების საშუალო რაოდენობა, მათი წინა თაობის ამ მონაცემზე ნაკლებია. ერთ-ერთ მიზეზად სახელდება გადატვირთული სამუშაო გრაფიკიც.

შემცირებული სექსის ერთ-ერთ მიზეზად ითვლება ეკრანებიც. პორნოგრაფიის მოხმარების ზრდამ, სოციალურმა ქსელებმა და ონლაინ ვიდეო სერვისებმა ახალგაზრდების ინტერესების გადამისამართება მოახდინა.

ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებს ემთხვევა დიდი ბრიტანეთის მონაცემებიც. თუმცა როგორც მკვლევარები აცხადებენ, პანიკის საფუძველი არაა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები სექსი აქვთ, გამოკითხული ადამიანები თავისი სექსუალური ცხოვრებით უკმაყოფილოები არ არიან.

„რაოდენობა არ ნიშნავს ხარისხს, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ადამიანები ბედნიერები იყვნენ თავისი ინტიმური ცხოვრებით.“- აცხადებს ერთ-ერთი მკვლევარი ქეით მერსერი.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •